სამების ტაძარში ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს

სამების ტაძარში ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობს. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსახატად მიდიან პოლიტიკოსები, ყოფილი თანამდებობის პირები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალური ნაწილი 13.00 საათიდან დაიწყება. ცერემონიას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, ასევე საერთაშორისო დელეგაციები, უცხოელი სტუმრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

სამების ტაძარში ასევე იგეგმება სიტყვით გამოსვლები. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამების ტაძრიდან 14:45 გამოასვენებენ., რის შემდეგაც სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ დაიძვრება.

ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში 16:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სამების ეზოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა და იმყოფება საპატიო ყარაული.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია