თბილისის მერის არჩევნებში დავით ნარმანიამ გაიმარჯვა

თბილისის მერის არჩევნებში დავით ნარმანიამ გაიმარჯვა

ცესკო-მ არჩევნების მეორე ტურზე თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხმების დათვლა დაასრულა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისში 727 უბნიდან დავით ნარმანიამ 72.47%, ნიკანორ მელიამ კი 27.53% მიიღო. ამასთან, ყველა თვითმმართველ ქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს.

თელავში 16 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა პლატონ კალმახელიძემ ამომრჩეველთა 70.61%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმა 29.39% მიიღო.

რუსთავში 84 უბნის მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით ჯიქიამ 64.77%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა 35.23% მიიღო.

მცხეთის 6 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ავთანდილ ნემსიწვერიძემ 62.99%, ხოლო "გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტიის" კანდიდატმა დავით მაჩხანელმა 37.01% მიიღო.

გორის 32 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა 62.23%, ხოლო "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" კანდიდატმა კახაბერ ერგემლიძემ 37.77% მიიღო.

ოზურგეთში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 58.9%, ხოლო "დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა შოთა გოგიბერიძემ 41.1% მიიღო.

ფოთში 32 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი კაკულიამ 72.38%, ხოლო "დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა უშანგი გეგენავამ 27.62% მიიღო.

ბათუმში 101 უბნის მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ერმაკოვმა 77.29%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ 22.71% მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა