საოჯახო საქმეებში სანდრა რულოვსის დამხმარე ქალბატონი პროკურატურაში დაიბარეს - რას ითხოვს გამოძიება მზარეულისგან

საოჯახო საქმეებში სანდრა რულოვსის დამხმარე ქალბატონი პროკურატურაში დაიბარეს - რას ითხოვს გამოძიება მზარეულისგან

პროკურატურაში სახელმწიფოს სპეციალური დაცვის თანამშრომლები არიან დაბარებული. დასაკითხად ელოდებიან სანდრა რულოვსის დაცვის წარმომადგენელსა და ქალბატონსაც, რომელიც ყოფილ პირველ ლედის სახლის საქმეებში ეხმარებოდა,  - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

რას უკავშირდება მზარეულისა და სანდრა რულოვსის საოჯახო საქმეებში დამხმარე ქალბატონის, გავაზ კოლოიანის პროკურატურაში დაბარება, ამ დრომდე განმარტება არ გაკეთებულა.

გარდა ამისა, პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს "რუსთავი 2"-ის დაცვის უფროსი რამაზ ლაფაჩიშვილი.

პროკურატურაში 14:00-ზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, თემურ ჯანაშიასაც ელოდებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ