ბათუმში დაბადებული ოთხი ტყუპიდან ერთი გარდაიცვალა - "გიორგი დავარქვით, სამწუხაროდ, გარდაიცვალა"

ბათუმში დაბადებული ოთხი ტყუპიდან ერთი გარდაიცვალა - "გიორგი დავარქვით, სამწუხაროდ, გარდაიცვალა"

ბათუმში დაბადებული ოთხი ტყუპიდან ერთი გარდაიცვალა. როგორც ტყუპების მამამ, მამუკა ოტოლაძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, ოთხიდან ერთი ბიჭი იყო და მისი გარდაცვალება მცირე წონამ განაპირობა.

"ოთხი ტყუპიდან სამი გოგონაა, ხოლო ერთი ბიჭი იყო. გიორგი დავარქვით, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მეუღლე კარგად არის უკვე, გოგონებზე კი გვეუბნებიან, რომ სტაბილურად მძიმედ არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, დანარჩენი კი ღვთის ნებაა", - აღნიშნა მამუკა ოტოლაძემ.

კლინიკა "მედინას" დირექტორი, ექიმი ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, რომ ბავშვის გარდაცვალება დღენაკლულობამ და ექსტრემალურად მცირე წონამ გამოიწვია.

"ყველაფერი კეთდებოდა, რომ ეს ბავშვი არ გარდაცვლილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო მისი გადარჩენა. გარდაცვალების მიზეზი გახდა დღენაკლულობა და ექსტრემალურად მცირე მასა. 600 გრამი იყო, რაც ძალიან პატარა წონაა", - აღნიშნა ჯუმბერ უნგიაძემ.

დღეს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრემ ტყუპების დედა და ახალშობილები მოინახულა. სამინისტრომ "ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების" პროგრამის ფარგლებში ოტოლაძეებს თითოეულ ტყუპზე 1 000 ლარი გადასცა.

რვაწლიანი ლოდინის შემდეგ ოტოლაძეების ოჯახს ოთხი ტყუპი 7 ივლისს შეეძინა. ნინო, მარიამი, ბარბარე და გიორგი საკეისრო კვეთით მოევლინენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია