ეროსი კიწმარიშვილის პრესსამსახურისთვის უცნობია თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა კიწმარიშვილი ან როდის მოხდა შემთხვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კიწმარიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თიკო ბეჟაშვილმა განუცხადა, ცხედარი საკუთარი სახლის ავტოფარეხში, ჭავჭავაძის #35 დ-ში იპოვეს.
კიწმარიშვილის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ჯერ არ გადაუსვენებიათ. პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის კრიმინალისტები მუშაობენ.