ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ეროსი კიწმარიშვილის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები; ასევე, შეკრებილია ხალხი.

მეზობლების განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მის ავტოფარეხში დაცვამ იპოვა. ამ დროისთვის პოლიციას მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და კორპუსში არავის უშვებენ. ტრაგედიის ადგილზე ცოტა ხნის წინ შეუშვეს ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი.

შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ