გია გაჩეჩილაძე - არ მგონია, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავი მოეკლა

გია გაჩეჩილაძე - არ მგონია, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავი მოეკლა

არ მგონია, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავი მოეკლა, თანაც ასეთ ვითარებაში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კიწმარიშვილს იცნობდა და მისი ხასიათიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ თვითმკვლელობის ვერსია სწორი არ არის.

"არ მგონია თავი მოეკლა. ეროსი არ იყო ამ ტიპის ადამიანი. თანაც ისეთ საეჭვო გარემოში, საკუთარ მანქანაში თავს რატომ მოიკლავდა?! ალბათ მანქანაში ვინმემ ესროლა. არ ვიცი რა მოხდა. ტელევიზიით შევიტყვე ეს ამბავი", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

გარდაცვალების ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ეროსი კიწმარიშვილის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები; ასევე, შეკრებილია ხალხი.

მეზობლების განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მის ავტოფარეხში დაცვამ იპოვა. ამ დროისთვის პოლიციას მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და კორპუსში არავის უშვებენ. ტრაგედიის ადგილზე ცოტა ხნის წინ შეუშვეს ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი.

შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ