სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც Ambebi.ge-ს სს "თელასიდან" აცნობეს, სამგორის რაიონში, ქვესადგურის "ორხევი" პირველ სექციაზე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და თვალჭრელიძის ქუჩის 23 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიაშვილის, გახოკიძის და მიმდებარე ქუჩების 340 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, შარტავას, კანდელაკის, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩების 1 210 აბონენტს.
ქვესადგურში "დიღომი-35" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის (ნაწილობრივ) 662 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ჩიქოვანის, ნუცუბიძის, მეგრელიძის და მიმდებარე ქუჩების 1 236 აბონენტს.
გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის 985 აბონენტს.
ვაკის და მთაწმინდის რაიონებში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იაშვილის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, წავკისის, ბოლო აღმართის და მიმდებარე ქუჩების 502 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის, ზიჩის, ძმები ზუბალაშვილების, კოტეტიშვილის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩების 1 076 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუაშვილის ქუჩის 123 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზაანის, წერონისის, ზეკარის, კიშინიოვის, ლუბოვსკის, სანავარდოს და მიმდებარე ქუჩების 804 აბონენტს.
დიდგორის რაიონში, ქვესადგურში "ტაბახმელა" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის, ოქროყანის და ტაბახმელას 143 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.