უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

სასამართლომ ერთი პირის, ორი ინსტანციის მიერ გამართლებული მერაბ კიკაბიძის მიმართ გადაწყვეტილება შეცვალა და მას ჯარიმა დააკისრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიკაბიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივ გულგრილობაში, რისთვისაც მას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ამასთან, უზენასმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა ალექსანდრე გორგაძის ნაწილში. კერძოდ, გორგაძეს, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, 5 თვე დააკლდა. სააპელაციოს განაჩენი ძალაში დარჩა ზურაბ შამათავასთან მიმართებაში, რომელსაც 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სწორედ მეორე ინსტანციის სასამართლომ შეუფარდა. დანარჩენ პირებთან მიმართებაში გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა, მათ შორის გიგი კალანდაძესთან მიმართებაში, რომელსაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა, თუმცა აღნიშნული მუხლი ამნისტირებულია.

ე.წ. სამხედროების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ 7 სამხედრო პირს საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გასული წლის აგვისტოში გამოუტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც განაჩენი გორგაძესთან და შამათავასთან მიმართებაში შეცვალა და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გორგაძე და შამათავა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დააკავეს.

საპელაციო სასამართლოს შემდეგ კი პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენის შეცვლის შუამდგომლობით უზენაეს სასამართლოს მიმართა.

ე.წ. სამხედროების წამების საქმე 3 ეპიზოდს მოიცავს: სენაკის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროების წამებას, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ასევე სამხედროების წამებას და ასევე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ