ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი ცნობილი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი ცნობილი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. 2014 წლის გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა შეაჯამა.

მისი თქმით, 2014 წლის ეროვნული გამოცდები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩატარდა. მაია მიმინოშვილის თქმით, არანაირ სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

როგორც ცენტრის დირექტორმა განმარტა, პირველადი შედეგების გამოცხადება 20 ივლისიდან დაიწყება. პირველ რიგში გამოცხადდება ზოგადი უნარების შედეგები. ამასთან, მაია მიმინოშვილმა აბიტურიენტებს მიმართა და შეახსენა, რომ რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ სასურველი ფაკულტეტები და უმაღლესი სასწავლებლები აირჩიონ. "როგორც კი დასრულდება ყველა საგამოცდო საგნის შედეგების გამოცხადება, კიდევ რამდენიმე დღე ექნებათ აბიტურიენტებს შესაძლებობა შეიტანონ ცვლილებები ჩამონათვალში. შემდეგ უკვე იწყება აპელაციის პროცესი და ბუნებრივია, მათ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა არ ექნებათ", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

ცვლილებების შეტანის პროცესი შეწყდება სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომელიც წელს ცენტრმა აბიტურიენტებს შესთავაზა. კერძოდ, წელს აბიტურიენტებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩაებარებინათ. წელს უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატა, ასევე 2014 წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დადგენის ახალი მიდგომა შემუშავდა. კერძოდ, გათანაბრებისას გათვალისწინებულია რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი ამა თუ იმ საგნის ნებისმიერი სხვა ვარიანტი რომ დაეწერა, გათანაბრებული ქულა არის მაქსიმალური იმათგან რაც აბიტურიენტმა მიიღო რეალურად და რაც შეიძლებოდა მიეღო, სხვა ვარიანტი რომ დაეწერა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და დღეს ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა. რაც შეეხება სტატისტიკას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს რეგისტრაცია 36 000 მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ასევე გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 20 000-მდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი, 12 000-მდე მაგისტრობის კანდიდატი და 5 000-მდე სტუდენტი, რომელიც გრანტის გაუმჯობესებას ეცადა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია