რა კომპრომატი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ზურაბ ჟვანიაზე

რა კომპრომატი ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ზურაბ ჟვანიაზე

ცხოვრების საუკეთესო წლები ედუარდ შევარდნაძის გვერდით გაატარა. დიდ პოლიტიკაშიც ერთად მოვიდნენ და ერთადვე დატოვეს პილიტიკური ასპარეზი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს შოუბიზნესშიც მოსინჯა ძალები, ვახტანგ რჩეულიშვილი თავს ისევ პოლიტიკურ ვარსკვლავად თვლის.

- ბატონო ვახტანგ, ცხოვრების თითქმის ნახევარი საქართველოს მეორე პრეზიდენტის გვერდით გაატარეთ, რა გახსენდებათ დღეს?

- 1994 წელს ვთქვი, რომ ჩემი პოლიტიკური იდეალი იყო ედუარდ შევარდნაძე და ახლაც ასე ვფიქრობ. 1992 წლის 7 მარტს ჩამოვიდა ედუარდი საქართველოში, მეუღლის, ნანულის დაბადების დღეს დაამთხვია სამშობლოში დაბრუნება. ამ დღეს არის დაბადებული ჩემი მეუღლეც. პირველი ძალის დემონსტრირება მაშინ მოვახდინე, როცა ნოდარ ნათაძეს ბორჯომი შევასხი სახეში. მაშინ დაინახა ედუარდმა, რომ ეროვნულ მოძრაობას აღარ აქვს მონოპოლია სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებაზე და წესიერებაზე და ვერც ვერავის დაშინებას ვეღარ შეძლებენ. ამან, რასაკვირველია, მოხიბლა შევარდნაძე.

- მსგავს აფექტურ მდგომარეობაში თავად თუ გინახვათ ბატონი ედუარდი?

- გაბრაზებული მინახავს, ჯაბასთან დატაკებული. ეს ის პერიოდია, როცა ედუარდმა გამოაცხადა, გადავდგებიო. ჯაბა მოვიდა, რას შვებიო, შეუტია. ჯაბა ვაჟკაცი კაცი იყო, მიმწოლი. ედუარდი გაექაჩა ტრიბუნიდან, შენ რომ ტელეფონი დამიკიდეო?! როგორც ჩანს ეს ამბავი ოდესღაც ყოფილა, ედუარდს ჩარჩენილი ჰქონდა და წამოაძახა, ვინ არის ჯაბა, მე რომ ტელეფონი გამითიშოსო, იფიქრა. გაგიჟდა ჯაბა, ნახე რას მეუბნებაო. ედუარდს ჰქონდა კაცური მომენტები. მე რომ მკითხოთ, ერთ-ერთი ვაჟკაცი კაცი იყო, ვინც ცხოვრებაში მინახავს. ამაში ედუარდი სამაგალითო იყო ჩემთვის.

- მას მერე, რაც პოლიტიკიდან წავიდა, ალბათ, ხშირად სტუმრობდით რეზიდენციაში, როგორ უყურებდა ახალ მთავრობას?

- ძალიან ცუდად, თუმცა განჭვრეტის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა. ხშირად თავს იკავებდა, ღიად არავის წინააღმდეგ არ გამოდიოდა. სანამ თავზე არ დაამხეს ყველაფერი და გადადგომა არ მოსთხოვეს, ხმა არ ამოუღია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა