ეროსი კიწმარიშვილმა გიორგი სანაიასთან დაკავშირებით ბევრ შეკითხვაზე პასუხები იმქვეყნად წაიღო, - განაცხადა ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ ”ტელეიმედის” თოქ-შოუ ”რეაქციაში”. მან საკუთარი ძმის, ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიების შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროკურატურამ ხელახალ გამოძიებაზე უარი თქვა. ვახო სანაიას თქმით, ეს იყო”პოლიტიკური მკვლელობა” და უკვე 13 წელია, ოჯახს ხელში უჭირავს ”მთლიანად გაყალბებული საქმე”.
"ჩემი მეგობარი არ ყოფილა ეროსი კიწმარიშვილი, მაგრამ ის იყო სერიოზული ფიგურა ჩემთვის, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ასეთ ისტორიაში. მე ყოველთვის მრჩებოდა განცდა, რომ ეროსიმ გიორგი სანაიასთან დაკავშირებით ბევრ შეკითხვაზე იმ ქვეყნად წაიღო პასუხები და მან არ ისურვა ბევრი წლის განმავლობაში ბოლომდე ესაუბრა რაღაც საკითხებზე. ალბათ, ამის დროც დადგებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეროსი კიწმარიშვილი არის გარდაცვლილი". -განაცხდა თოქშოუ "რეაქციას" ეთერში ვახო სანაიამ.