ბათუმში დაბადებული ოთხი ტყუპიდან სამი გარდაიცვალა - ოტოლაძეების ოჯახური ტრაგედია

ბათუმში დაბადებული ოთხი ტყუპიდან სამი გარდაიცვალა - ოტოლაძეების ოჯახური ტრაგედია

ბათუმში დაბადებული ოთხი ტყუპიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. როგორც ტყუპების მამამ მამუკა ოტოლაძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, ორი გოგონა ორი დღის წინ გარდაიცვალა. მისივე თქმით, ამ დრომდე საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ერთი გოგონა. მამუკა ოტოლაძის თქმით, მეუღლე უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში იმყოფება.

"მეუღლე უკვე გამოჯანმრთელდა, ბავშვებიდან კი მხოლოდ ნინოა ცოცხალი. ორი გოგონა ორი დღის წინ დაიღუპა, მესამე ბიჭი კი უფრო ადრე. ახლა მეუღლე მყავს საავადმყოფოში მოყვანილი ბავშვის სანახავად. ექიმებს რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს", - აღნიშნა მამუკა ოტოლაძემ.

რვაწლიანი ლოდინის შემდეგ ოტოლაძეების ოჯახს ოთხი ტყუპი 7 ივლისს შეეძინა. ნინო, მარიამი, ბარბარე და გიორგი საკეისრო კვეთით გაჩნდნენ. ტყუპებიდან ერთ ერთი - გიორგი 14 ივლისს გარდაიცვალა, ექიმები ჩვილის დაღუპვის მიზეზად ექსტრემალურად მძიმე დღენაკლულობას და მცირე წონას ასახელებდნენ. 27 კვირის ტყუპების წონა 600-დან 900 გრამამდე იყო.

ამავე თემაზე:

4 ტყუპის მამა - მიხარია, რომ შემეძინა შვილები, მაგრამ მეუღლე ძალიან მძიმედ არის და ამ სიხარულს ბოლომდე ვერ ვზეიმობ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია