ფოტოები თავშესაფრიდან – მოსკოვის გამზირზე მიუსაფართა თავშესაფარში ამ დროისათვის 180 ბენეფიციარი რჩება.
მათი უმრავლესობა ე.წ. კარვების ქალაქში ზამთრიდან იმყოფება. მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი მოსკოვის გამზირის დასაწყისში 2013 წლის 11 დეკემბერს გაიხსნა. დაგეგმილი იყო, რომ თავშესაფარს მხოლოდ ზამთრის პერიოდში უნდა ემუშავა, თუმცა შემდეგ გადაწყდა, რომ კარვებში მყოფი პირები ცივი ამინდების დასრულების შემდეგაც შეძლებდნენ დარჩენას. თავშესაფარს ერთდროულად 200 ადამიანზე მეტის მიღება შეუძლია.
არის სამედიცინო დახმარების პუნქტიც. თავშესაფართან მუდმივად დგას სასწრაფო დახმარების მანქანა. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ცხელი საკვებითაც. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მიუსაფართა ახალი თავშესაფრის მშენებლობა, რომელიც დიდი ლილოს ტერიტორიაზე განთავსდება.
ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge