ქართველი მეუფე მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა (+7 ფოტო)

 ქართველი მეუფე მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა (+7 ფოტო)

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, წმინდა სინოდის წევრი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის , ვლადიმერ პუტინის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრების და მართლადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს შეხვედრას დაესწრო.

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს და კრემლის ოფიციალურ ვებგვერდებზე გავრცელდა. შეხვედრა მოსკოვში, სამება-სერგიევის ლავრაში გაიმართა, რომელიც წმინდა სერგეი რადონეჟელის 700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს რუსეთის პატრიარქმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა სასულიერო პირებს მოსკოვში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რთული პერიოდია, როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე სულიერების სფეროში, რომლის გადალახვა ყველას ყოველდღიურად უწევს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიების წარმომადგენლები ჩადიან მოსკოვში, ხვდებიან პატრიარქ კირილს და ერთად განიხილავენ პრობლემებს.

ნახეთ ფოტოგალერეა

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია