საქართველოში ოქრო იაფდება

საქართველოში ოქრო იაფდება

ოქროს ფასი, მცირე რყევების მიუხედავად, სტაბილურობას ინარჩუნებს. რადიკალურად განსხვავებულია საფასო ტენდენცია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ძვირფასი ლითონის ღირებულებას ასახავს.

ამჟამად საქართველოში 999 სინჯი 1 გრ ოქროს ფასი 82 ლარს შეადგენს, დაახლოებით, 7 თვის წინ ეს მაჩვენებელი 90 ლარი იყო. თბილისის "ოქროს ბირჟაზე" ძვირფასი ლითონი 77-78 ლარამდეა გაიაფებული. მოვაჭრეები ასეთ ფასს რეალიზაციის დეფიციტს უკავშირებენ, რის გამოც ხშირად ოქროს ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო პროცესების არაადეკვატურია.

გაიაფდა ოქრო, როგორც ლითონი, რომელსაც ნაკეთობისგან განსხვავებული ფასი ადევს. მოვაჭრეების ინფორმაციით, საიუველირო ნაკეთობების ფასი მონეტების ღირებულებას აჭარბებს. კერძოდ, საქართველოში 1 გრ უმაღლესი სინჯის ოქრო თუ 78 ლარი ღირს, ამავე მოცულობის ოქროს მონეტის ღირებულება 70 ლარს არ აჭარბებს.

უფრო ვრცლად, თუ რა მდგომარეობაა ოქროს ქართულ ბაზარზე, რას უჩივიან მოვაჭრეები და რატომ არ იყიდება საქართველოში ძვირფასი ლითონი, ოქროს ბირჟის მთავარი ვებ-გვერდ "ოქროსბირჟა.გე"-ს წარმომადგენელი გვესაუბრა. მისი თქმით, ბირჟა რეალური კლიენტების დეფიციტს განიცდის, რის გამოც ხშირად ბაზარი თვითდინებაზეა და საერთაშორისო პროცესებთან არაადეკვატურია.

"კლიენტები არ ჩანან და ეს არის მთავარი პრობლემა. ხალხი ოქროს ყიდულობს მაშინ, როცა ფული აქვს. მოსახლეობის უმრავლესობა ამ შესაძლებლობას მოკლებულია და ბაზარი ასეთ დროს მყიდველების მიღმა რჩება. ძირითადად, ვერცხლეულობა და ბიჟუტერია იყიდება, რასაც ბირჟაზე ყველაზე დაბალი ფასი ადევს. რაც შეეხება ოქროს ნაკეთობას, ამ მხრივ გაყიდვებით პირველ ადგილზეა საქორწილო ბეჭდები და ნათლობის ჯვრები, რისი შეძენაც მომხმარებლისთვის აუცილებლობაა", - ამბობს "ოქროსბირჟა.გე"-ს ადმინისტრატორი.

პრობლემებია საიუველირო მაღაზიებშიც, მათ უმეტესობას მუშაობა იმდენად შეუმცირდა, რომ იძულებული გახდნენ, ქართულ ბაზარზე თავიანთი საქმიანობა დროებით შეეჩერებინათ. ოქროს სალონის ყოფილი თანამშრომელი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სალონის მუშაობა გაურკვეველი პერიოდით შეჩერდა, სანამ ბაზარზე არსებული ვითარება არ დარეგულირდება. მისი თქმით, მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა საქროწინო ბეჭდებზეც კი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია