ავტორი:

არაბული სამყაროს ყველაზე კაშკაშა ქალები - ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ შეიხთა ცოლები, რომელთა ცხოვრებას შენატრიან

არაბული სამყაროს ყველაზე კაშკაშა ქალები - ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ შეიხთა ცოლები, რომელთა ცხოვრებას შენატრიან

ისლამურ სამყაროში ქალის ბედი სანატრელი არ არის, მაგრამ იქ სადაც ოქრო მდინარესავით მოედინება, ქალის ბედნიერებაც შესაძლებელია. ბევრ ისლამურ სახელმწიფოში ოჯახები გოგონებს განათლებას არ აძლევენ, ფიქრობენ, რომ ყურანიდან დაზეპირებული სურები მათთვის სავსებით საკმარისია. საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვაც აკრძალული აქვთ. მათი ბედი დამოკიდებულია ოჯახის უფროსზე - ჯერ მამაზე, შემდეგ ქმარზე, მერე ვაჟიშვილზე. მათ ყველაფერზე მამაკაცის თანხმობა სჭირდებათ ქვეყნიდან გასვლით დაწყებული, მაღაზიებში გასეირნებით დამთავრებული. განქორწინება თითქმის შეუძლებელია და პრაქტიკაშიც არ გვხვდება, რადგან კაცი დაუბრკოლებლად ქორწინდება მეორე, მესამე, მეოთხე ქალზე, თუმცა ყველა მათგანის უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს. ბუნებრივია, გამონაკლისებიც არსებობენ, რადგან აღმოსავლეთი დიდია და დასავლური კულტურის გაზიარების ტენდენციაც არსებობს.

არაბულ სამყაროზე, მის ტრადიციებსა და კულტურაზე გამუდმებით მსჯელობენ, ამჯერად კი ქალებზე შევჩერდებით. წარმოგიდგენთ ეგზოტიკური სამყაროს ყველაზე კაშკაშა ქალებს - შეიხთა ცოლებს, რომელთა ცხოვრებას მთელი სამყაროს ქალები შენატრიან.

  • მისი უდიდებულესობა ხაი ბინტ ჰესეინ ალ მაკტუმი

იორდანიის პრინცესა და დუბაის მმართველის მეორე ცოლი. ის იორდანიის მეფის ქალიშვილია, დედამისი მეფე ჰუსეინის მესამე ცოლი იყო. ის 45 წლისაა. განათლება ოქსფორდის უნიუვერსიტეტში მიიღო. 2004 წელს დუბაის მმართველს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს.შეიხა ხაია საქველმოქმედო სამიანობას ეწევა, კერძოდ კი იორდანიაში შიმშილობას ებრძვის. გატაცებულია საცხენოსნო სპორტით. მისი ფოტოები მასმედიით სწორედ დოღზე დასწრების დროს ვრცელდება.

  • საუდის არაბეთის დედოფალი ფატიმა კულსუმ ზოჰარი

საუდის არაბეთი ყველზე დახურული და რელიგიური სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ დედოფლის შესახებ ბოოგრაფიული ცნობები თითქმის არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფატიმა დედოფლად 2012 წელს გამოაცხადეს. მისი ფოტოებიც პრესაში მაშინ გავრცელდა.

  • მოზა ბინტ ნასერ ალ მისნედი ყატარის ემირის მესამე ცოლია და 61 წლისაა

ის ყატარში დაიბადა და ეგვიპტეში გაიზარდა. 18 წლისა მშობლებმა კვლავ ყატარში დაადბრუნეს, რათა სარფიანად გათხოვილიყო. მას 5 ვაჟი და 2 ქალიშვილიო ჰყავს. შეიხა მოზა ერთადერთი ქალია ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ქველმოქმედების ხაზით ქვეყნის პარლამენტში საქმიანობს. ის ჟურნალმა "ფორბსმა" 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა. ის არა მარტო ჭკვიანი და ძლიერი, არამედ ულამაზესი და ელეგანტური ქალია.

  • იორდანიის დედოფალი რანია ალ აბდულა 38 წლისაა

ის ქუვეითში, პალესტინურ ოჯახში დაიბადა. დაამთავრა კაიროში არსებული ამერიკული უნივერსიტეტი. ბანკსა და კომპანია Apple-ის იორდანიის ფილიალებში მუშაობის სტაჟიც აქვს.

მომავალიქმარი ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიცნო. წყვილს 4 შვილი ჰყავს. მეფე აბდულამ ის დედოფლად 1999 წლის მარტში გამოაცხადა. ამ ცერემონიის გარეშე ის დედამთილის მსგავსად მხოლოდ პრინცესად დარჩებოდა. დედოფალი რანია ახლო აღმოსავლეთში ძალიან ცნობილი ქალია. დაკავებულია ქველმოქმედებით და ღარიბთა განათლების პრობლემით. 2011 წელს ჟურნალმა ჰარპერ ბაზარმა ის ყველაზე ლამაზ პირველ დედად დაასახელა. ნახეთ სრულად

დღის ფოტო - "მფრინავი" ვასილ ლობჟანიძე რუს მორაგბეებთან დაპირისპირებისას

ქართველმა მორაგბეებმა რუსი მეტოქეები კვლავ დაამარცხეს

"სათივედან ხმა რომ შემომესმა, შევიხედე და ვნახე, როგორ უსმენდა ბუნების გაკვეთილს" -  8 წლის ილიკოს ამბავი, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი გახდა