ავტორი:

მუსლიმური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალის მომაჯადოვებელი სტილი - საუკეთესო "ლუქები" შეიხა მოზას გარდერობიდან

მუსლიმური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალის მომაჯადოვებელი სტილი - საუკეთესო "ლუქები" შეიხა მოზას გარდერობიდან

თანამედროვე ყატარის ყველაზე პროგრესული შეიხის, ჰამადის მეუღლე შეიხა მოზა მსოფლიოში თავისი ჰუმანიტარული და საქველმოქმედო პროგრამებით არის ცნობილი. შეიხა მოზა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია მუსლიმურ სამყაროში.

შეიხა მოზამ განათლება სოციოლოგიის სფეროში ყატარის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო (1986-1990), შემდგომ ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიარა სტაჟირება. შეიხა ცნობილი ყატარელი ოპოზიციონერის, ნასერ ბინ აბდულა ალ-მისნედის ქალიშვილია. შეიხა მოზასა და შეიხ ჰამადის ქორწინება დინასტიურია, რომლის მიზანიც მამამისთან დამოყვრება გახლდათ, რათა ოჯახებს შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო.

შეიხა მოზას, სპარსეთის ტურის მმართველების მეუღლეებისგან განსხვავებით, უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის არის საპატიო: ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი.

შეიხა მოზას უმთავრესი მიზანია, ყატარი აქციოს მსოფლიოში თანამედროვე წამყვან ქვეყნად, რისთვისაც სახელმწიფოსა და რეგიონის პოლიტიკურ, საქმიან, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ერთვება. მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომლის პირველი შენატანი 10 მილიონი დოლარის ოდენობით, შეიხ ჰამადისგან იყო. ფონდის ამოცანა თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელისშეწყობაა. შეიხა მოზა ვირჯინიის თანამეგობრობის, ტეხასის A & M, კარნეგი-მელონის, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის საპატიო დოქტორი გახლავთ.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოზა ერთდროულად გაღიზიანებასა და აღფრთოვანებას იწვევს. მონარქების არცერთი ცოლი არ ჩნდება პუბლიკის წინაშე ისეთი სიხშირით, როგორც შეიხა მოზა. მისი ელეგანტური სტილი და დახვეწილი გემოვნება ევროპელი დიზაინერების აღტაცებას იწვევს. მუსლიმები კი, აღშფოთებული არიან ქალის ჩაცმულობით. მის გარდერობში მსოფლიო მოდის სამყაროს წამყვანი დიზაინერების კოლექციების საუკეთესო ნიმუშებს ხშირად იხილავთ.

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ შეიხამ ყატარში შეუძლებელი შეძლო: პატრიარქალურ ქვეყანაში ფაქტობრივად, მატრიარქატი შექმნა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს მეუღლემ მმართველობა ვაჟს გადასცა, მოზა დღემდე ყველაზე გავლენიან ქალად ითვლება ქვეყანასა და მსოფლიოში.

გაიგეთ მეტი შეიხა მოზას შესახებ

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა