დაუბანლობით გამოწვეული დაავადებები საქართველოში - "წარმოიდგინეთ, ცნობილ ადამიანებში ეს არც თუ ისე იშვიათია..."

დაუბანლობით გამოწვეული დაავადებები საქართველოში - "წარმოიდგინეთ, ცნობილ ადამიანებში ეს არც თუ ისე იშვიათია..."

სამწუხაროა, რომ ჩვენ XXI საუკუნეში ამ საკითხზე ისევ გვიწევს საუბარი, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი უროლოგმა გიორგი ბოჭორიშვილმა, რომელმაც ერთი მარტივი რჩევით დღემდე არაერთი პაციენტი განკურნა.

უროლოგს პაციენტისთვის წამლების ნაცვლად ბანაობა არაერთხელ გამოუწერია და ყოველგვარი მედიკამენტისა გარეშეც განუკურნებია.

"ჰიგიენა ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის ბევრი დაავადების განმაპირობებელია. მე არაერთხელ მყოლია პაციენტი საკმაოდ კარგად ჩაცმული, ინტელიგენტური შესახედაობის მამაკაცი, რომელიც მოსულა და უთქვამს, რომ მას აქვს გამოხატული წვა მოშარდვის დროს და შემდეგ მინახავს საოცარი ანთებითი პროცესი მის ორგანოზე. როცა მე მას ვუთხარი, რომ ამას ელემენტარულად დაბანა და ჰიგიენა შველის მეთქი, ძალიან ნაწყენი წავიდა. მითხრა, რომ კვირაში ორჯერ, ან სამჯერ ბანაობს. ესეც ცოტა უცნაურია, რადგან ადამიანმა ალბათ ყოველ დღე უნდა იბანაოს. ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. ათასგვარი სუნამოებით ვერ მოსპობ იმას, რომ დაუბანელი და ჭუჭყიანი ხარ. ამ საკითხზე ერთხელ პატრიარქმაც იქადაგა, რომ ეს საზოგადოების სერიოზული პრობლემაა და მრევლს ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდა", - იხსენებს უროლოგი.

როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, როცა პაციენტს ჰიგიენაზე რამეს ეუბნება, სწყინთ, თუმცა ეს აუცილებელია, რადგან ზოგიერთი პრობლება სწორედ დაბანით იხსნება.

"ზოგიერთ პრობლემას წამალი არ სჭირდება, მას ელემენტარული დაბანა სჭირდება. მე არაერთი პაციენტი მყოლია, რომელიც სასაცილოა და დაბანით განკურნებულა. ყოფილა სიტუაცია, როდესაც პაციენტი მოდის ექიმთან, ექიმმა უნდა გასინჯოს ის, თუმცა უთქვამს, რომ დღეს მომზადებული არ ვარო. რას ნიშნავს ეს? არ დაიბანა და ქუჩაში ისე გამოვიდა? თქვენ წარმოიდგინეთ ცნობილ ადამიანებში ეს არც თუ ისე იშვიათია, მაშინ როცა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ექიმთან მიდის, ის წესრიგდება და ისე მიდის ექიმთან", - აცხადებს უროლოგი.

ცნობილია, რომ მოსახლეობის უმეტესობას, დაუბანლობისგან გამოწვეული არასასიამოვნო სუნი ზაფხულში, სიცხის მატებასთან ერთად, უფრო მძაფრად აწუხებს. Ambebi.ge ამ საკითხზე მოსახლეობის აზრითაც დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალმხრავალ ადგილებში განსაკუთრებით მძაფრდება.

რატომ არ იბანს ზოგიერთი ადამიანი? - ამ კითხვით ჩვენ ფსიქოლოგებსაც მივმართეთ. მარინა ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ამ საკითხის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავის თავს პატივს არ სცემს. დაქვეითებული აქვს თვითშეფასება და მსგავსი პრობლემებია მის წინაშე. პასიურია, ხელჩაქნეული. რომ მიუთითო და უთხრა, რომ ასე არ შეიძლება, მე ვფიქრობ, ამით არაფერი დაშავდება. შემწყნარებლური დამოკიდებულებაა ამის მიმართ, ფაქტობრივად არაფერს ეუბნებიან, მაგრამ რომ უთხრა, რატომ მაწუხებ, ახალგაზრდა კაცი ხარ და მიხედე თავს-თქო, შეიძლება", - მიაჩნია ფსიქოლოგს.

დერმატოლოგები უსიამოვნო სუნის გასაქრობად რამდენიმე რჩევასაც იძლევიან, თუმცა მათი ნომერ პირველი რეკომენდაცია, ბანაობაა.

მათი თქმით, არის სპეციალური მოვლის საშუალებები, რომლებიც ძირითადად ალუმინის ქლორიდს შეიცავს, რომელიც უსიამოვნო სუნს აქრობს და ამცირებს საოფლე ჯირკვლების სეკრეციას.

არის ასევე კოსმეტოლოგიური მეთოდიც, ბოტოქსის ინექციები, რომლებიც ასევე საერთოდ აქრობს საოფლე ჯირკვლის სეკრეციას, თუმცა გარკვეული პერიოდით.

P.S. მართალია ადამიანს პირადი ჰიგიენის დაცვას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბანაობასთან დაკავშირებულ რჩევებს უკვე შეხვდებით.

მინდია აფციაური, Ambebi.ge

იხილეთ სიუჟეტი Palitratv.ge-ზე

ამავე თემაზე | ძალადობა თბილისის "მარშრუტკებში", ანუ წამებული მგზავრის წერილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია