უკრაინის საკითხზე გია ვოლსკი და გიგი წერეთელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უკრაინის საკითხზე გია ვოლსკი და გიგი წერეთელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ბიუროს სხდომაზე, სადაც უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტისგან განცხადების მიღება მოითხოვა. წერეთელმა დეპუტატებს განუმარტა, რომ შეიძლება ეს მხოლოდ განცხადების სახით გავრცელდეს, თუმცა მასში მკვეთრად უნდა იყოს დაფიქსირებული პარლამენტის მოსაზრება ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.

"ძალიან ადეკვატური იქნება პარლამენტის განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის საერთო განწყობის გამომხატველი იყოს. ასე გაჩუმება ამ ფაქტზე არ ღირს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საერთაშორისო საზოგადოებამ განცხადებები გააკეთა. მთელმა მსოფლიომ გამოხატა პოზიცია და თუკი უმრავლესობას არ სურს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება, მაშინ ეს თქვენი გადასაწყვეტია", - განაცხადა ბიუროს სხდომაზე გიგი წერეთელმა.

წერეთლის ამ განცხადებას უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ უპასუხა. ვოლსკის თქმით, მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინას ექსპერტები ჰყავს ჩამოყვანილი და მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების მოსაზრების მოსმენა. ვოლსკის ამ განცხადებას დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

"უკრაინას ჰყავს 30 ექსპერტი ჩამოყვანილი და მიმდინარეობს დიდი პროცესები, რომელმაც შეიძლება ისტორია შეცვალოს. ამიტომ დაველოდოთ მათ განცხადებას. ამდენი საუბარი იმაზე, რომ უმრავლესობა თავს იკავებს განცხადებისგან, არასწორია და ამდენი ლანძღვაც არ არის საჭირო. აქ რუსეთზე არ არის საუბარი. რუსულ პოლიტიკას ატარებთ და ატარებდით თქვენ", - მიმართა გია ვოლსკიმ უმცირესობას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა