რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?

რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?

მამა პაისი ათონელს სთხოვეს: მამაო, ერთ ქალს ათი წლის წინ ბავშვი გარდაეცვალა. ახლა გთხოვთ, რომ მისთვის ილოცოთ, რათა იქნებ ძილში ნახოს შვილი და ინუგეშოს.

- ბავშვი მაშინ რამდენი წლის იყო? ამას მნიშვნელობა აქვს. თუ პატარა იყო და დედაც იმ მდგომარეობაშია, რომ გარდაცვლილი შვილის ხილვით სულიერ სიმშვიდეს არ დაკარგავს, მაშინ გამოეცხადება. ბავშვი რომ არ ესიზმრება, ამის მიზეზი თვითონ დედაა.

- მამაო, შეუძლია ბავშვს, რომ დედას კი არ გამოეცხადოს, არამედ სხვას?

- რა თქმა უნდა, ღმერთი ხომ ყველაფერს ჩვენს სასარგებლოდ მოაწყობს ხოლმე. როცა მეუბნებიან ახალგაზრდის სიკვდილს, ვწუხვარ ძალიან, მაგრამ ვწუხვარ ადამიანურად, ხოლო თუ საგნებს სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ ადამიანს ასაკის მატებასთან ერთად ცოდვებიც უგროვდება და უფრო მეტად უწევს სულის ხსნისთვის ბრძოლა. ამა სოფლის მკვიდრნი რაც უფრო დიდხანს ცოცხლობენ, საკუთარი სულის გაუმჯობესების მაგივრად იუარესებენ მდგომარეობას ათასგვარი საზრუნავით, უსამართლობით და სხვა ამგვარით. ამიტომაც ის ადამიანები, რომელთაც ღმერთი ამ ცხოვრებიდან ბავშვობისას ანდა სიყმაწვილეში წაიყვანს, უფრო მეტს შეიძენენ, ვიდრე დაკარგავენ.

- მამაო, რატომ უშვებს ღმერთი ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს?

- უფალს ყოველი კაცი მისი სიცოცხლის ყველაზე ხელსაყრელ წუთს გაჰყავს, გაჰყავს განსაკუთრებული, მხოლოდ ამ კაცის სულის ხსნისთვის, გამოსადეგი საშუალებით. თუ ღმერთი ხედავს, რომ ადამიანი უკეთესი გახდება, მას ცოცხალს დატოვებს. მაგრამ თუ ჭვრეტს, რომ მომავალში უარესი შეიქნება, მაშინ მისი ცხონებისთვის ამ ქვეყნიდან გაჰყავს. ზოგიერთი კარგი ადამიანი იმიტომ მიჰყავს თავისთან, რომ სამოთხეშიც საჭიროა ყვავილის კოკრები. რა თქმა უნდა, მშობლებისა და ახლობლებისთვის ამის გაგება ადვილი არ არის. გარდაცვლილი ბავშვი ქრისტეს მიჰყავს თავისთან, ვითარცა პატარა ანგელოზი. ეს ხომ სასიხარულოა? მშობლები კი ამის მაგივრად გოდებენ. მათ ხომ არ იციან, ვინ გახდებოდა მათი შვილი დიდობაში, შეძლებდა კი სულის ცხონებას? 1924 წელს, როცა ჩემი ოჯახი მცირე აზიიდან ხომალდით წამოვიდა საბერძნეთში, ჩვილი ვიყავი. ხომალდზე უამრავი ლტოლვილი იყო. შეხვეული გემბანზე დავეწვინე დედას. ერთმა მეზღვაურმა შემთხვევით ფეხი დამადგა. დედამ იფიქრა, მოკვდაო და ტირილი დაიწყო. მეზობელმა ქალმა სახვევები გახსნა - საღ-სალამათი დავხვდი. მაშინ რომ მოვმკვდარიყავი, ნამდვილად სამოთხეში მოვხვდებოდი. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, რამდენი ვიღვაწე სულის ხსნისთვის, მაგრამ არ ვიცი, სამოთხეში მოვხვდები თუ არა განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია