ლექსოს აქვს დიდი რესურსი და სწრაფად იზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ლექსოს აქვს დიდი რესურსი და სწრაფად იზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ლექსო მართლაც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და თქვენ მას არ იცნობთ, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობისადმი გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც ღარიბაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" აღნიშნა, კრიტიკას არ ეთანხმება. "ლექსოს აქვს დიდი რესურსი, ის სწრაფად იზრდება და მიმაჩნია, რომ იქნება და არის უფრო ეფექტური მინისტრი. მან კარგად გააგრძელა მუშაობა, ის რეფორმები, რომლებიც დავიწყეთ გასულ წელს. სპეკულაციები, რომ კრიმინოგენური ვითარება არის გართულებული, ძალიან სასაცილოა. კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება, ჩვენთან კრიმინალის დონე არის გაცილებით შემცირებული, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ შს სამინისტროს თანამშრომლების მუშაობის დაუფასებლობა უსამართლობად მიაჩნია. "მართლაც არ მაქვს საპრეტენზიო ლექსოს უწყების მიმართ. მინდა ყველამ დავაფასოთ ის შრომა, რასაც ახორციელებენ პოლიციის თანამშრომლები. ამ ადამიანების ამაგის დაუფასებლობა დიდ უსამართლობად მიმაჩნია", - აღნიშნა პრემიერმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა