სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტყობინება, თვითმფრინავი აეროპორტში ამ წუთებში დაეშვა.
პატრიარქი გერმანიაში თანმხლებ პირებთან ერთად 2 ივლისს გაემგზავრა. სამი კვირის განმავლობაში უწმინდესი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.