რა კავშირები აქვს ძველ და ახალ ხელისუფლებას "ქურდული სამყაროს" წევრებთან

რა კავშირები აქვს ძველ და ახალ ხელისუფლებას "ქურდული სამყაროს" წევრებთან

ტარიელ ონიანი, ბეგლარ ხარაძე, "რემენა", "ტაივანჩიკი" - ამ ადამიანების სახელები საქართველოს პარლამენტში ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას რამდენჯერმე გაისმა. შეხვედრაზე ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს "ქურდული სამყაროს" წევრებთან კავშირში დასდეს ბრალი.

"აქ საუბარი იყო "ქურდულ სამყაროსთან" კავშირებზე, კონკრეტულად ჩემი მიმართებითაც გაისმა ბატონი გივი თარგამაძის მხრიდან. მე მაინტერესებს, ბატონი ბეგლარ ხარაძე... ძალიან ცუდია, რომ ბატონი გივი არ არის აქ. შეიძლება, მისმა მეგობრებმა იცოდნენ, ვინ არის ეს პიროვნება და განუმარტოთ საზოგადოებას. ეს არის "კანონიერი ქურდი", რომელიც, ფაქტიურად, გივი თარგამაძის ოჯახის წევრია", - განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

კალაძის განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი. "ბატონი კახისგან ცოტა უხერხულია გივი თარგამაძის დადანაშაულება. თითქოს ის არ იყო, რომელიც წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ 8 სული ქურდი ფეხზე წამოუდგა. გთხოვთ, თქვენ მაინც შეიკავოთ თავი და ეგ კითხვები სხვა ადამიანებს დაასმევინოთ", - მიმართა თაქთაქიშვილმა კალაძეს.

"თქვენ ფაქტიურად ჩაანაცვლეთ თქვენი მართვის მეთოდებით "ქურდული სამყარო". ძალიან უხერხულია თქვენგან ასეთი განცხადებების მოსმენა, ალბათ, ასეთი კამპანიაა დაგეგმილი, რომ ბრალი დასდოთ ჩვენს მთავრობას "ქურდულ სამყაროსთან" ურთიერთობაში და საოცარ სიტყვებს იყენებთ. ძალიან კარგად ერკვევით ამ სფეროში, გეტყობათ. მიმაჩნია, რომ ეს შეურაცხმყოფელია არა მარტო ჩვენი ხელისუფლების, არამედ ხალხისაც. მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით თქვენ ცდილობთ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანოთ შეცდომაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პასუხად, ჩიორა თაქთაქიშვილმა ღარიბაშვილს ფოტო აჩვენა და მიმართა:

"ამ სურათზე თქვენ ხომ ვერ ამოიცნობთ ვიცე-პრემიერს, რომელიც გადაღებულია "კანონიერ ქურდთან", ვინმე "ტაივანჩიკასთან" ერთად?"

ჩიორა თაქთაქიშვილს კახი კალაძემ უპასუხა, რომ: "ჩემი წარსული ცხოვრება მოგეხსენებათ, სპორტში ვიყავი და წლების განმავლობაში წასული ვიყავი ქვეყნიდან. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული და, ალბათ, უხერხულია, ადამიანს, რომელიც ფოტოს გადასაღებად მოდის, ჰკითხო რა საქმიანობით არის ის დაკავებული", - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა