"იურმალა" მოვიგეთ, ომის გვეშინოდეს" - ქართველი და რუსი ვარსკვლავების პირველი კომენტარები ნუცა ბუზალაძის გამარჯვების შემდეგ

"იურმალა" მოვიგეთ, ომის გვეშინოდეს" - ქართველი და რუსი ვარსკვლავების პირველი კომენტარები ნუცა ბუზალაძის გამარჯვების შემდეგ

ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე მე-13 საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მესამე საკონკურსო დღის შედეგებით ნუცა ბუზალაძე "ახალი ტალღა" 2014 წლის გამარჯვებულია.

კონკურსის შემდეგ არაერთი შეფასება გაკეთდა, რომელთაგან ყველაზე საინტერესოს მკითხველს ვთავაზობთ.

ლელა წურწუმია:

ამ ბავშვმა მართლაც საოცრება მოახდინა, მაქსიმალურად აჩვენა საკუთარი თავი და პროფესიონალიზმი მიუხედავად მცირე ასაკისა, და ყველაზე მთავარი - ჩემი პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღე ჩემს თავზე და ვთქვი, რომ ეს ბავშვი ღირსი იყო, რომ ნუცა ამ ფესტივალზე მოხვედრილიყო და შედეგმაც არ დააყოვნა, ნუცამ გაიმარჯვა!

კახა მამულაშვილი (მამულიჩა):

მინდა მთელ საქართველოს მივულოცო. ყოველი გასვლის წინ ნუცას ვეუბნებოდი, რომ შენს უკან პატარა ქვეყანა დგას-მეთქი და ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა

ვალერი მელაძე:

უზარმაზარი სიხარულია, რომ ნუცამ გაიმარჯვა. მიხარია, რომ ჩვენი იმედები გამართლდა. ვულოცავ საქართველოს! ასე პატარ-პატარა გამარჯვებებით იქმნება შთაბეჭდილება ჩვენს ქვეყანაზე, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, მას დიდი მომავალი აქვს

ლეონიდ აგუტინი:

ვულოცავ საქართველოს დამსახურებულ გამარჯვებას. ნუცა არაჩვეულებრივად გამოიყუებოდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან საინტერესოდ მღეროდა. მისი სიმღერა სულიდან მოდიდა

ვერა ბრეჟნევა:

ისე გამოვიდა, რომ ეს დღეები ვმშაობდი და ვერ ვადევნებდი კონკურსს თვალს, თუმცა ყველა ლაპარაკობდა, თუ რა კარგად მღეროდა ქართველი გოგონა. მე დღეს მოვუსმინე მას და გაოცებული ვარ. ვულოცავ მას, საქართველოს და ყველა ჩვენგანს, - ვერა ბრეჟნევა.

ნანუკა ჟორჯოლიანი:

"იურმალა" მოვიგეთ, ომის გვეშინოდეს :)

შეგახსენებთ, რომ "ახალი ტალღა" 2008 წელს დუეტმა "ჯორჯიამ" მოიგო, თუმცა რამდენიმე დღეში განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა ქართველ მელომანებს მალევე დაავიწყა გამარჯვება; კონკურსის დასრულებიდან რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ | ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი "იურმალა 2014"-ის გამარჯვების შემდეგ

მომზადებულია "ქრონიკის" და Facebook-ზე გამოქვეყნებული გამოხმაურებების მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა