"კაზანტიპი" ყირიმში ტარდებოდა და უკრაინამ ეს ტერიტორია დაკარგა, ალბათ ასეთი იყო ღვთის ნება" - რა ინფორმაციას ფლობს მამა ანთიმოზი ფესტივალზე

"კაზანტიპი" ყირიმში ტარდებოდა და უკრაინამ ეს ტერიტორია დაკარგა, ალბათ ასეთი იყო ღვთის ნება" - რა ინფორმაციას ფლობს მამა ანთიმოზი ფესტივალზე

ანაკლიაში გასამართ ელექტრონული მუსკის ფესტივალმა "კაზანტიპი", საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ფესტივალის მოწინაღმდეგეების უმთავრესი არგუმენტი ისაა, რომ მარიამობის მარხვაში ფესტივალის გამართვა, სადაც ე.წ. თავისუფალი სექსი იქნება, დაუშვებელია. ამ საკითხზე კომენტარი არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილს ვთხოვეთ:

- ეს ფესტივალი, ბუნებრივია, არ უნდა ჩატარდეს. მე "კაზანტიპის" შესახებ წავიკითხე რაღაც-რაღაცები და აღმოვაჩინე, რომ მათ საკუთარი კონსტიტუცია აქვთ, გარდა ამისა ფესტივალი ქადაგებს სექსუალურ თავისუფლებას. ყველაზე მეტად რამაც შემაშინა ესაა, რომ ფესტივალზე შემსვლელები ხელს აწერენ, რომ არავის არაფერზე ეუბნებიან უარს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბიჭი იქნება, თუ გოგო, ანუ თუ ვიღაცას მოეწონე, თუნდაც შენი სქესისას, უარი არ უნდა უთხრა.

- და თუ უარს ეტყვი, გსჯის ვინმე?

- ვერ გეტყვით ვინ სჯის, მაგრამ ასეთია მათი წესდება. უბრალოდ, ის მომენტი, რომ ხელს აწერ რაღაცას, რომლის ძალიათაც უარის თქმა გეკრძალება, უკვე ცუდია.

- თუ ასეთი საშინელი ცოდვის მორევია "კაზანტიპი", რატომ არ გამოდიოდა მის წინააღმდეგ უკრაინელი სამღვდელოება?

- არა მგონია, რომ არ გამოეხატათ, აუცილებლად იტყოდნენ თავის სათქმელს, მაგრამ როგორც ჩანს არ იყო საკმარისი. სხვათაშორის, ეს ფესტივალი ტარდებოდა ყირიმში და უკრაინამ ეს ტერიტორია დაკარგა. ალბათ ასეთი იყო ღვთის ნება. რუსეთი ბოროტი იმპერიაა და მან მოახდინა ამ ტერიტორიის ოკუპაცია, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ ყირიმი დაკარგა. უკრაინაში ახალი მთვარობა მოვიდა და ხელმძღვანელმა პირველი ის განაცხადა, ჩვენ ჩავატარებთ "ლგბტ " პირების აღლუმს, რომელსაც მე ჩავუდგები სათავეში და ეს მოხდება ლვოვშიო. ეს განცახდება მე წავიკითხე ფეისბუქზე და ვერ გეტყვით რამდენად მართალია.

- ანუ თუ "კაზანტიპი" საქართველოში ჩატარდა, შესაძლოა ჩვენ ანაკლია დავკარგოთ?

- მარტო ანაკლიას არა, მთლიანად საქართველოს შეექმნება პრობლემები, წარმოიდგინეთ ამდენი ადამიანი თუ ჩამოვა და იქ გაუგებარი ურთიერთობები იქნება, ეს საშინელებაა. გაითვალისწინეთ, რომ იქ სამეგრელოა და მეგრელი ვაჟკაცი ხალხი არ დაუშვებს ამის ჩატარებას და შესაძლოა, არეულობაც მოხდეს. მე გადავამოწმე, გავიკითხე (ჩემი სულიერი შვილია შსს-ს მაღალაჩინოსანი, აგრეთვე მყავს პარლამენტშიც ახლობლები) და ყველა ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით ჩვენც არ ვიცით ტარდება თუ არაო. თუ გადაწყდა ჩატარება, შსს ხომ უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ უსაფრთხოების ზომები მიიღონ, მაგრამ არაფერის მსგავსი არაა. კი, რეკლამები გადის, მაგრამ ხომ გეუბნებით ოფიციალურმა პირებმა ჯერ არაფერი იციან.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია