რამდენი მილიონი ვართ საქართველოში: უახლესი ოფიციალური მონაცემები ქალების, მამაკაცებისა და რეგიონების მიხედვით

რამდენი მილიონი ვართ საქართველოში: უახლესი ოფიციალური მონაცემები ქალების, მამაკაცებისა და რეგიონების მიხედვით

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით, მონაცემთა ერთიან ბაზაში 4 665 096 ადამიანია რეგისტრირებული. 4 665 096 ადამიანიდან, 48% - მამაკაცი, ხოლო 52% ქალბატონია.

რეგისტრირებული მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტი დედაქალაქში ცხოვრობს. თბილისში სულ რეგისტრირებულია ქვეყნის მთელი მოსახლეობის 26% – 1 223 319 პირი. აქედან 45% მამაკაცია, ხოლო 55% ქალბატონი.

ქვემო ქართლში რეგისტრირებულია საქართველოს მოსახლეობის 11%, 527 370 ადამიანი, აქედან 49% კაცია, 51% ქალი.

მცხეთა-მთიანეთში რეგისტრირებულია საქართველოს მოსახლეობის 2%, 209 124 პირი, აქედან 49% კაცია, 51% ქალი.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ქვეყნის მთელი მოსახლეობის 1%, 41 837 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 49% კაცია, 51% ქალი.

შიდა ქართლში მთლიანი მოსახლეობის 6%, 294 426 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 49% კაცია, 51% - ქალი.

კახეთში რეგისტრირებულია საქართველოს მოსახლეობის 8%, 394 446 პირი, აქედან 49% კაცი, 51% ქალი. სამცხე-ჯავახეთში - 4%, 196 785 ადამიანი, აქედან 48% კაცია, 52% - ქალი. სამეგრელო ზემო სვანეთი - 8%, 357 619 პირი, აქედან 49% კაცი, 51% ქალი.

გურიაში - 3%, 139 171 ადამიანია, აქედან 48% კაცია, 52% - ქალი. იმერეთში კი საქართველოს მოსახლეობის 14%, 674 319 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან 48% კაცია, 52% - ქალი.

აჭარაში რეგსიტრირებულია მოსახლეობის 8% 397 240 პირი, აქედან 48% კაცია, 52% ქალი.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია