დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!!!

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!!!

დიმიტრი ყიფიანის როლი საქართველოს ისტროიაში განუზომელია. ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც რუსი დამპყრობლის წინაშე ხმა აიმაღლა. უდიდესი საზოგადო მოღვაწე ხაშურის რაიონის სოფ. ქვიშხეთიდან იყო. დღეს მის საცხოვრებელ სახლში სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელიც დანგრევის პირასაა და საწრაფო ჩარევას საჭიროებს. ჩვენ დავუკავშირდით ხაშურის სამუზეუმ გაერთიანების ხელმძღვანელს ისტორიკოს თამაზ ლაცაბიძეს და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- დიმიტრი ყიფიანის სახელობი სახლ-მუზეუმი უმძიმეს მდგომარეობაშია. ასეთი მდგომარეობა მუზეუმს უკვე წლებია აქვს. ეს არაა ახალი პრობლემა, უბრალოდ ახლა უკვე ძალიან დამძიმდა სიტუაცია. აქ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებლი სახლი იყო, 90-იან წლებში დაარსდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი. შენობა მაშინვე სარემონტო იყო, მაგრამ ვერფარით გამოინახა სახსრერები, რომ კაპიტალური რემონტი ჩატარებოდა. მაშინ გაკეთა პროექტი, რომელიც კულტ-პროექტმა გააკეთა, სადაც დეტალურად იყო ყველაფერი გათვლილი, მაგრამ მას მერე ერთი ნაბიჯითაც კი ვერ წაიწია წინ ამ საქმემ. მერე 90-იანი წლების მოვლენები მოხდა და ბუნებრივია ამ საქმისთვის ვერავინ მოიცალა, თუმცა არც მას შემდეგ ყოფილა დიდი ინეტერსი, ხელისუფლება ნაკლებად ინტერესდებოდა ამ თემით. ბოლო ხანებში ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ თემით გარკვეული ინტერესი გაჩნდა და გასულ წელს 250 000 ათასი ლარი ჩაიდო ბიუჯეტში ამ შენობის რესტავრაციისათვის (ეს მხოლოდ ნახევარია, რადგან სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით ნახევარი მილიონი სჭირდება), მაგრამ სამწუხაროდ პრიორიტეტების სიაში ეს იყო მეათე და გამოყოფილი თანხა სხვა საჭიროებისამებრ გაიხარჯა და მუზეუმი კვლავ ისე დარჩა(თანხა ძირითადად მდ.სურამულას ადიდების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდა).

- ამის მერე თუ გქონიათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბარი?

- დიახ, მე მქონდა საუბარი საკრებულოს ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, რომელიც მონდომებულია, რომ მუზეუმს კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარდეს. ინფრასტრუქტური სამინისტროშიც გაიგზავნა ცნობები და გვაიმედებენ, რომ აუცილებლად გაკეთდება, მაგრამ დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს და ეს საქმე მალე უნდა გადაწყდეს, რადგან მოდის ზამთარი, ქვიშხეთში კი ძალიან მკაცრი ზამთარი იცის და დაზიანებულ მუზეუმს ეს კიდევ უფრო დაააზიანებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალი დააწესა, ახლა ამავე სახელობის პრემიასაც აწესებს და ეს მოწმობს, რომ ამ ადამიანით დაინტერესებაა, მაგრამ ადგილობრივ დონეზე ინტერესი საკმარისი არაა, ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.

- მნიშვნელოვანი ექსპონატები თუ ინახება მუზეუმში?

- დიმიტრი ყიფიანის ოჯახის ნივთიერი მასალა, იმ დროინდელი ეპოქისთვის დამახასიეთებელი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ამ ყველაფრი შენახვას თავისი პირობები აქვს, ჩვენი კი ამ პირობებს ვერ ვუქმნით და ნელ-ნელა ყველაფერი ზიანდება. მაქსიმალურად ვცილობთ, რომ გადავარჩინოთ, დღემდე მოვიტანეთ და მომავალში ვნახოთ, იმედია ყველაფერი დალაგდება.

- კერძო სექტორიდან არ ყოფილა დაინტერესება? არის შემთხვევბი, როდესაც ამა თუ იმ მუზეუმის რესტავარიაცა სხვადსხვა კომპანიებმა საკუთარ თავზე აიღეს...

- კი გვქონდა კერძო სექტორთანაც საუბარი, მაგრამ არავითარი შედეგი ამას არ მოჰყოლია. საერთოდ სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა იყოს, რომ ის კომპანიებიც დაინტერესდნენ მუზეუმის რეაბილიტაციით, როდესაც სახელმწიფოსგან ყურადღება არაა კომპანიასაც მიჩანია, რომ ეს კონკრეტული ნაგებობა მეორე ხარისხოვანია. სამწუხაროა, მაგრამ ჯერ-ჯერობით სახელმწიოფრებივი ხედვა არაა. დიმიტრი ყიფიანი უდიდესი მოღვაწე იყო, სხვა ქვეყნები ასეთი ადამიანი ნაკვალვზეც კი მუზეუმებს აშენებენ, უვლიან და ჩვენ მისი საცხორებებლი სახლი რომ დაგვენგრეს უდიდესი სირცხვილი იქნება.

- დიმიტრი ყიფიანი წმინდანადაა შერაცხული და საპატრიარქოსაგან თუ იყო ინტერესი?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იქაც დაისვა ეს საკითხი, მაგრამ რეალური შედეგი ჯერ-ჯერობით არაა და მომავალაში არ ვიცი რა იქნება. ისევ სახელმწიფოს იმედზე ვართ და იმედია ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ამ უდიდესი ადამიანის ხსოვნას შეეფერება.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია