რას უკავშირდება "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენა- ექსპერტების პირველი ანალიზი

რას უკავშირდება "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენა- ექსპერტების პირველი ანალიზი

"ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს" პირველადი ანალიზით, შპს "სან პეტროლეუმ ჯორჯიას" კუთვნილ ნავთობბაზაში მომხდარი საწვავის აალების შემთხვევები ნავთობბაზაში არსებულ ტექნიკურ დარღვევებს არ უკავშირდება.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი ინციდენტის ადგილზე ამჟამადაც მუშაობს. სააგენტოს სპეციალისტებმა ნავთობბაზის ტექნიკური შემოწმების შედეგად ობიექტზე ვერ აღმოაჩინეს ტექნიკური ხასიათის შეუსაბამობები, რომელთაც ინციდენტი შეეძლოთ გამოეწვიათ.

სააგენტოს ექსპერტების წინასწარი შეფასების თანახმად, აალება შესაძლოა გამოწვეული იყოს სტატიკური ელექტრული მუხტის ზემოქმედებით, ავტოცისტერნის გამართვისას. სტატიკური ზემოქმედების გამო აალება მიანიშნებს იმას, რომ მანქანა ჩასხმისას დამიწებული არ იყო წესების შესაბამისად.

შპს "სან პეტროლეუმ ჯორჯია" საერთაშორისო კომპანია "Gulf Oil International"-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით 2 000-2 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. ხანძრის შედეგად საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა; დამწვარია ღობეები და ავტოფარეხები. ხანძარი ასევე გადაედო "გალფის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტონაწილების მაღაზიებსა და მეორად ავტომობილებს. დამწვარია 5 მაღაზია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად კი დაწყებულია გამოძიება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია