ვისი მკვლელობა შეუკვეთა პატარკაციშვილმა კოდუას - ერეკლე კოდუა სკანდალური ისტორიის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

ვისი მკვლელობა შეუკვეთა პატარკაციშვილმა კოდუას - ერეკლე კოდუა სკანდალური ისტორიის უცნობ დეტალებზე ალაპარაკდა

პატარკაციშვილი-კოდუას ურთიერთობა და სკანდალური ჩანაწერი, რომელიც 2007 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, დღემდე ბევრ კითხვებს ტოვებს. ჩანაწერთან დაკავშირებით არსებობს ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმად ის ერეკლე კოდუამ ჩაიწერა, თუმცა ამტკიცებენ საპირისპიროსაც... ერთი რამ კი ფაქტია, ჩანაწერმა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, იმ დროს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის იმიჯზე უკიდურესად უარყოფითად იმოქმედა...

სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა მედიასთან ხანგრძლივ დუმილს დღეს დაარღვევს, ის "კურიერის" შეკითხვებს უპასუხებს. გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ კოდუა ასახელებს პირს, რომლის მკვლელობა, მისი თქმით, მას ბადრი პატარკაციშვილმა შეუკვეთა. კოდუას თქმით, პირი, რომლის ლიკვიდაცია მას პატარკაციშვილმა შეუკვეთა, თავად პატარკაციშვილის გარემოცვაში იმყოფებოდა.

ამავე გადაცემაში ერეკლე კოდუა დეტალურად აღწერს, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა ლონდონში საქვეყნოდ ცნობილი სკანდალური ჩანაწერის გაკეთება.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა