ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურებს პრეზიდენტი პარლამენტს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ წარუდგენს

 ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურებს პრეზიდენტი პარლამენტს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ წარუდგენს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურებს პრეზიდენტი პარლამენტს სავარაუდოდ კიდევ ერთხელ წარუდგენს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

კვერენჩხილაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების შერჩევისას პრეზიდენტმა პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, რაც სასამართლო ხელისუფლების სისტემაში უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ცნობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა და მათ ორივე კომიტეტისგან მხარდაჭერა მიიღეს.

უზენაესი სასმართლოს მოსამართლეებად ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის დასამტკიცევლად საჭირო იყო სულ მცირე 76 ხმა. კენჭისყრის შედეგად ბაბაქურს 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს – 27-მა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა