გუგა კუზანოვის რჩევები მომავალ დედებს - რით ეხმარება პლასტიკური ქირურგია ახალნამშობიარევ ქალებს

გუგა კუზანოვის რჩევები მომავალ დედებს - რით ეხმარება პლასტიკური ქირურგია ახალნამშობიარევ ქალებს

მას შემდეგ, რაც ოჯახს ახალი წევრი ემატება და ცვლის მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრებას, ქალის ცხოვრებაშიც ახალი საზრუნავის გარდა, ჩნდება ახალი პრობლემები, რაც ორსულობის შედეგად დაკარგულ ფორმებს ეხება. XXI საუკუნეში მედიცინა ისე დაიხვეწა, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება პრობლემას არ წარმოადგენს. ჰოდა, გადავწყვიტეთ, ცნობილი პლასტიკური ქირურგისთვის, გუგა კუზანოვისთვის გვეკითხა, ყველაზე ხშირად რა ჩივილებით მიმართავენ ახალნამშობიარევი ქალები და რის გაკეთებას ითხოვენ ფორმაში ჩასადგომად.

- ორსულობის შემდეგ ნომერი პირველი პრობლემა ზედმეტი წონაა. ნებისმიერი ქალი ფეხმძიმობის პერიოდში წონაში იმატებს, ზედმეტი კილოგრამები კი მკვეთრად გამოიხატება მუცლის, წელის არეში, ხშირად მშობიარობის შემდეგ წონაში იკლებენ, მაგრამ ზემოხსენებული ადგილები მაინც პრობლემური რჩებათ, ასეთ შემთხვევაში კი ვაკეთებთ ლიპოსაქციას. გარდა ამისა, შვილოსნობის შემდეგ ქალებს უჩნდებათ კანის პრობლემა და ამისთვისაც მოგვმართავენ ხოლმე. ორსულობისას გადაჭიმული კანი, კარგავს ელასტიურობას, არ იკუმშება კარგად და ძველ იერსახეს ბავშვის გაჩენის შემდეგაც ვერ იბრუნებს, ანუ ხდება კანის დაშვება, მოჭმუჭნვა, რასაც ფტოზი ჰქვია. ამ დროს კეთდება მუცლის წინა კედლის პლასტიკა, ზედმეტ კანს ვკვეთთ, ვჭიმავთ და ა.შ. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ქალებს აწუხებთ, ეს მკერდის "გაფუჭებაა", მით უმუტეს მაშინ, როცა ბავშვს დიდხანს აჭმევენ ძუძუს. ასეთ ვითარებაში ვაკეთებთ მკერდის ლიფტინგს ან პროთეზირებას, იმპლანტებს ვდგამთ შიგნით, რადგან არა მარტო ფორმა, ზომაც იცვლება. ლაქტაციის პერიოდში, როგორც წესი, მკერდი გადიდებულია, შემდეგ კი პატარავდება, ეს ბევრს არ მოსწონს და აუგმენტაციისთვის, ანუ გადიდებისთვის მოგვმართავენ.

- საკეისროს შემთხვევაში რამდენად ხშირად მოგმართავენ ნაწიბურის პლასტიკისთვის?

- ზოგ შემთხვევაში საკეისროს დროს გაკეთებული ნაწიბური უხეში რჩება, მუცლის წინა კედელს ქვედა და ზედა ნაწილებად ყოფს, რაც აშკარად თვალში საცემია, ამ დროსაც ვაკეთებთ პლასტიკას, ძველი იერსახის დასაბრუნებლად.

- თუ შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველს მისცეთ რჩევა, როგორ აიცილონ ეს პრობლემები თავიდან? გასაგებია, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და ორგანიზმსა და კანზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც.

- პირველი რჩევა არის ის, რომ ქალებმა შეინარჩუნონ ფორმა და ძალიან არ უნდა გასუქდნენ. გასაგებია, რომ ნაყოფს კვება, ვიტამინები სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ორსულობისას ქალი უზომოდ ჭამს და ძალიან სუქდება. კარგია, თუ ასეთ ვითარებას თავიდან ავიცილებთ.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია