როგორ აფასებს ღარიბაშვილი "ნეფთჩისა" და "ჩიხურას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს

როგორ აფასებს ღარიბაშვილი "ნეფთჩისა" და "ჩიხურას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთავრობის სხდომაზე ბაქოში "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო აღნიშნული ფაქტი და მომხდარი შეაფასა, როგორც პროვოკაცია, რომლის მიზანიც შესაძლოა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ბზარის შეტანა იყოს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარი ფაქტის დროული გამოძიება დაავალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციის მომწყობი პირები არ უნდა დარჩნენ დაუსჯელნი. პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და მომავალში ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის, 31 ივლისს გამართული მატჩისას, ჩხუბი მოხდა. "აზერისპორტის" ცნობით, მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, რომლებსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქტი მოუვიდათ. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს.

"ჩიხურა" – "ნეფთჩის" განმეორებითი მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.

ასევე იხილეთ: "ჩიხურას" მხარდამჭერების აგრესიული პოლიტიკა: გადაიზრდება თუ არა გულშემატკივრების დაპირისპირება ქვეყნებს შორის დაძაბულობაში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა