გელა ჩარკვიანი დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩამოიტანა ლონდონიდან კოდუა-პატარკაციშვილის სკანდალური ჩანაწერი

გელა ჩარკვიანი დეტალურად აღწერს, თუ როგორ ჩამოიტანა ლონდონიდან კოდუა-პატარკაციშვილის სკანდალური ჩანაწერი

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გელა ჩარკვიანის განცხადებით, კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერის საქართველოში ჩამოტანაში დახმარება მას მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სთხოვა.

როგორც ჩარკვიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, მისთვის მასალის შინაარსობრივი ნაწილი უცნობი იყო და პრემიერისგან მხოლოდ ის იცოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია" მოიპოვა.

"სახლში დამირეკეს და მთხოვეს, მივსულიყავი საელჩოში, რადგან სპეცკავშირით დამკავშირდებოდნენ. როცა იქ მივედი, დამიკავშირდა პრემიერ-მინისტრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეეძლო, ჩემთვის რაღაც დავალება მოეცა, ამიტომ, როგორც ჩანს, მათ სთხოვეს პრემიერს, რომელსაც, ბუნებრივია, შეეძლო ჩემთვის დაევალებინა. ითქვა შემდეგი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და რასაკვირველია, მათაც შეუძლიათ ეს გადმოიტანონ საზღვარზე, მაგრამ ჯობია, დაზღვეულები ვიყოთ და ამაში თქვენი იმუნიტეტი და ელჩის წონა გამოგვადგება, ამიტომ იქნებ თქვენ ჩამოიტანოთ ეს ინფორმაციაო. აეროპორტში შემხვდა ის და გადმომცა პატარა საგანი. ვუთხარი, შევხვდეთ, როცა გავივლი კონტროლსთქო და არა, აქედან ვერ წავალ, თქვენთან უნდა ვიდგეო. მე გავიფიქრე, მეც არ მენდობათქო, მაგრამ სწორი იყო – ოპერატიულმა მუშაკმა ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიზღვიოს თავი. ის ჩემს ახლომახლო იდგა. მე გავიარე კონტროლი და ამის მერე გადავეცი ისევ პატარა საგანი", - განაცხადა გელა ჩარკვიანმა, რომელმაც აეროპორტში ერეკლე კოდუასთან შეხვედრა გაიხსენა.

სოდ-ის ყოფილი უფროსმა, ერეკლე კოდუამ გუშინ, "რუსთავი 2"-ისთის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი და პატარკაციშვილის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი თბილისამდე დიდ ბრიტანეთში საქართველოს მაშინდელი ელჩის მონაწილებით ჩამოიტანა. კერძოდ, ლონდონში ნახა ელჩი, რომელიც თბილისიდან იყო გაფრთხილებული, რომ მას შეხვდებოდა, მისცემდა ტელეფონის ყუთს, სადაც ტელეფონის სატენი იყო და ის თბილისში უნდა ჩაეტანა.

იმ პერიოდსთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა