გმირულად დაღუპული რუსთაველი პოეტი დაკრძალეს - როგორ იხსენებენ ოთო გურგენიშვილს მეგობრები

გმირულად დაღუპული რუსთაველი პოეტი დაკრძალეს - როგორ იხსენებენ ოთო გურგენიშვილს მეგობრები

რამდენიმე თვის წინ ვნახე სოციალურ ქსელში ამ ბიჭის შესრულებით მუხრან მაჭავარიანის ლექსი. ისე კითხულობდა, გულს დებდა თითოეულ სტრიქონში და კომენტარებიც ისეთი ჰქონდა, გულიანი...…ზოგს ემოციის გადმოცემის რა საოცარი ნიჭი აქვს-მეთქი, ვიფიქრე. თურმე გმირობის ნიჭიც ჰქონია, ერთი ამოსუნთქვით გმირობის ნიჭი... სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, თავად თუ წერდა ლექსებს. თურმე, წერდა, თან ძალიან კარგებსაც და კრებულის გამოცემაზე ოცნებოდა. ამ ოცნებას გარდაცვალების შემდეგ შეუსრულებენ მეგობრები 21 წლის ოთო გურგენიშვილს, რომლის გმირობაც მეგობრებს არც გაკვირვებიათ (21 წლის ოთო რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა)

"ვიცოდით, რომ მსგავს სიტუაციაში ოთო ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა. პატარა ბავშვი, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა, სიკვდილს გადაარჩინა. ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც "დიდი სისწრაფით მიმავალი "მერსედესის ჯიპი" მას დაეჯახა."

ოთოს ისიც "უთხრეს" – მთელი დღე ვნატრობდი შენს ადგილზე ყოფნასო...…

"ერთნაირად შოკირებული და გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ აღარ მეყოლები და იმიტომ, რომ პირობა დაარღვიე - წახვედი!.. არ მახსოვს, დანაპირები არ შეგესრულებინოს... მეშინია ჩვენი შეტყობინებების გადაკითხვის.. ამ რამდენიმე საათში ათასჯერ შემოვედი შენს თაიმლაინზე და ორიათასჯერ ვცადე მეპოვა შენი არარსებობის სულ მცირე ფაქტიც კი... ჯერ ისევ მგონია, რომ ცუდ სიზმარში ვარ, რომ მალე გამეღვიძება და აუცილებლად დამხვდება შენი შეტყობინება... რა დამიტოვე.. დაცარიელებული, მოწყენილი, ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია... რამდენიმე საათის წინ იყო, აღფრთოვანებული რომ მიყვებოდი შენს გეგმებზე და ახლა უცებ ყველაფერი უაზროდ შემატოვე ხელში... მეცამეტე თვე ჩვენი თვე იქნება! სადღაც მაინც დადგება ეს მეცამეტე თვე... — ოთო გურგენიშვილთან ერთად", - წერს ნუცა ბასილაშვილი.

ლელა ნინუა, პოეტი, ოთოს მეგობარი:

- 19 წლის იყო, როდესაც გავიცანი. რუსთავში ვიყავით ჩემი პიეზიის საღამოზე იყო მოსული და მთხოვა, თუ შეიძლება, გამოვალ თქვენს საღამოზეო. რამდენიმე ლექსი წაიკითხა. მეც და ჩემს მეგობარებსაც ძალიან მოგვეწონა. საკუთარი კრებულის გამოცემაზე ოცნებობდა. სამწუხაროდ, სიცოცხლეში ვერ მოესწრო... ბედნიერი ვარ, რომ ჩემი წვლილიც არის იმაში, რომ საზოგადოებამ ოთო გაიცნო და შეიყვარა. 21 წლის ბიჭის კვალობაზე, ისეთი ხედვები ჰქონდა, რაც მისი ასაკისთვის ძალიან იშვიათია. ყველას გვიკვირდა, რომ ამ ასაკის ბიჭს ამდენი რამ ესმოდა და ცხოვრება იცოდა.

- ამბობენ, რომ ძალიან თბილი ადამიანი იყო...

- დიახ, მაგრამ ამავდროულად ძალიან პირდაპირი და სამართლიანი იყო. არასდროს არავის მაამებელი არ ყოფილა. კაცურად იტყოდა სათქმელს, მაგრამ იმპულსურად კი არა, არგუმენტირებულად. თუ კამათის დროს, სხვები თავს იკავებდნენ, ოთო არასდროს არავის მორიდებია. თუ ვინმე მართალი არ იყო, პირში ეუბნებოდა, მაგრამ არასდრის იბოღმებოდა. იცით, დედა უყვარდა რაღაც განსაკუთრებულად, საერთოდ ქალების მიმართ ძალიან თბილი და საღი დამოკიდებულება ჰქონდა. მომისმენია, როგორ აღშფოთდებოდა ხოლმე, როდესაც გაიგებდა, რომ ქალს გული ატკინეს, ან ცუდად მოეპყრნენ და ამის მიმართ აგრესია ჰქონდა. რაც მთავარია, მისი სიტყვების მიღმა არაფერი იმალებოდა, იმას ამბობდა, რასაც ფიქრობდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია