ინგა გროგოლია პროკურატურაში დაკითხვის დეტალებზე საუბრობს

 ინგა გროგოლია პროკურატურაში დაკითხვის დეტალებზე საუბრობს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დღეს პროკურატურაში იყო დაბარებული. ამის შესახებ ჟურნალისტმა "ფეისბუქზე" გააკეთა განმარტება.

როგორც ცნობილი გახდა ჟურნალისტი პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე დაკითხა.

"ამბები.გე" ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა:

-რა შეკითხვები დაგისვათ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით?

- შეკითხვები არ დასმულა, ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცედურაა, როცა ადამიანი ასეთ გარემოში იღუპება და გამოძიება მიმდინარეობს, სატელეფონო ჩანაწერები აქვთ ამოღებული და მგონი ჩემს გარდა უამრავ ადამიანთან ექნებათ იგივე ტიპის გასაუბრება. მკითხეს რა თემაზე ვკონტაქტობდით და რა განწყობები ჰქონდა იმ პერიოდში ეროსის. მე ხომ მათთვის ინფორმაციის მატარებელი არ ვიყავი? ჩემი სატელეფონო ზარები და სმს-ები იყო დაფიქსირებული ეროსის ნომერზე და ამიტომ დამიბარეს. მე ჩვეულებრივად ავუხსენი გამოძიებას, რომ ძალიან ბევრი წლის შემდეგ პირველად სწორედ საარჩევნო პერიოდში შედგა ჩემი და ეროსის კონტაქტი, როცა მან რუსთავის მერობა გადაწყვიტა და ჩვენი საუბრები ეხებოდა გადაცემაში მის მონაწილეობას.

თამარ ბოჭორიშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ