საქართველოს ნაკრებმა თბილისის მერიის თასზე მოლდოვა გაანადგურა

საქართველოს ნაკრებმა თბილისის მერიის თასზე მოლდოვა გაანადგურა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო გამოსვლა საერთაშორისო ოთხთა ტურნირში "თბილისის მერიის თასი".

საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე იგორი კოკოშკოვის შეგირდებმა მოლდოვის ნაკრებს შანსი არ დაუტოვეს და სხვაობით108:56  დაამარცხეს.

თამაში თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და დიდ შესვენებაზე ქართველი კალათბურთელები 44-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მოლდოვამ ვერც ამის შემდეგ დაუპირისპირა რამე საქართველოს ნაკრებს. 17 ქულა დააგროვა ბექა ბურჯანაძემ, 16 ქულა მიითვალა გიორგი შარაბიძემ, ხოლო 14 ქულა - დუდა სანაძემ.

საქართველოს ნაკრების მეტოქე 3 ივლისს დიდი ბრიტანეთის ნაკრები იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია