ვინ იქნებიან დავით ნარმანიას მოადგილეები

ვინ იქნებიან დავით ნარმანიას მოადგილეები

დედაქალაქის ახლამ მერმა, დავით ნარმანიამ თავისი მოადგილეები წარადგინა. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, თბილისის მერის მოადგილეებად კი - ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე.

როგორც დავით ნარმანიამ მოადგილეების წარდგენისას განაცხადა, ყველა მათგანი პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩია.

გარდა ამისა უკვე ცნობილია თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატების ვინაობა. კანდიდატები დავით ნარმანიამ გუშინ დაასახელა.

საბურთალოს გამგებლად წარდგენილია ბექა მიქაუტაძე, ვაკის გამგებლად - გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის გამგებლად - გელა არჩვაძე, ჩუღურეთის გამგებლად - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის გამგებლად - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის გამგებლად - ზაზა გაბუნია, გლდანის გამგებლად - ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის გამგებლად - გიორგი კოპალეიშვილი, ისნის გამგებლად - ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის გამგებლად კი - მამუკა ჩოქური.

დედაქალაქის მერის რანგში მუშაობას დავით რამანია ოფიციალურად გუშინ შეუდგა. თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა საკრებულოს დასამტკიცებლად 6 აგვისტოს წარედგინება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა