"ის რაც გავიგეთ კოდუასგან, ნამდვილად იგეგმებოდა" - გოგა ხაინდრავა

"ის რაც გავიგეთ კოდუასგან, ნამდვილად იგეგმებოდა" - გოგა ხაინდრავა

ჩუმად ნათქვამი კი არა, ხალხში ნაყვირი აქვს მიხეილ სააკაშვილს, ყარყარაშვილივით ჩამისვით ინვალიდის ეტლში გოგა ხაინდრავაო, - ამის შესახებ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სიტყვები მას იმავე დღეს მიუტანეს, როცა სააკაშვილმა თქვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის და რასთან დაკავშირებით.

"ის რაც ჩვენ ამ დღეებში გავიგეთ კოდუასგან, ნამდვილად იგეგმებოდა, მაგრამ იგეგმებოდა უტიაშვილისგან, მერაბიშვილის, სააკაშვილისგან და ეტყობა ავალებდნენ კოდუას. ეს არის მცდელობა, გადააბრალონ სხვას ის, რის განხორციელებასაც თავად აპირებდნენ. ეს არის პირსისხლიანი ჯგუფი, რომელმაც უამრავი უბედურება დაატრიალა და ის, რაც კოდუამ ილაპარაკა, ნამდვილად იგეგმებოდა, მაგრამ პირველ რიგში, ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ და ამის მოწმე არის მათი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც 2007 წლის გადაცემაში ისაუბრა, რომ მას სააკაშვილმა შეუკვეთა პატარკაციშვილის მკვლელობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ფაქტები, როდესაც ჩეჩენ საველე მეთაურს უკვეთავენ ბადრი პატარკაციშვილის მოკვლას და ამის შესახებ ის თავად ლაპარაკობს და ჩემს გუშინდელ ფილმში მთელმა მსოფლიომ იხილა ეს კადრები, ისევე, როგორც "მასტერას" საუბარი იგივე საველე მეთაურთან, რომ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ რუსეთს დაბრალდეს. ასე რომ ბადრის მოცილების არაერთი მცდელობა იყო. ასევე, ალბათ, ჩაფიქრებული იყო და მეც მომდიოდა ინფორმაცია, რომ მაინც და მაინც გულზე არ ვეხატებოდი და ალბათ, ეს გეგმაც იყო. ეს მათი გეგმები იყო და ბუნებრივია, ამას განახორციელებდნენ, რომ არ ყოფილიყო ღვთის მადლი და ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილიყო ამ ქვეყანაში და 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ის არ მომხდარიყო, რაც მოხდა", - განაცხადა ხაინდრავამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა