ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის დღემდე უცნობ დეტალებზე ვალერი გელბახიანი ალაპარაკდა

ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმის დღემდე უცნობ დეტალებზე ვალერი გელბახიანი ალაპარაკდა

ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი უფროსის ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების მიერ იგეგმებოდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია და 2006 წელს ლონდონში ბიზნესმენის გადაადგილების მარშრუტის დასადგენად საქართველოდან 4 ოპერმუშაკი ჩავიდა, - ამის შესხებ გელბახიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.

"მე 7 წელია ველოდები, როდის დაიწყებოდა ამ საქმის გამოძიება. მადლობა ხელისუფლებას, რომ მოკიდა ამ საქმეს ხელი და მადლობა მედიას, რომ აშუქებენ. შუამავალი ბადრი პატარკაციშვილთან არ ვყოფილვარ. მე ვიყავი მისი თანამოაზრეც და თანამონაწილეც. შუამავალი ცოტა სხვა ცნებაა. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვღებულობდით შეთანხმებით. ჩვენ ახლა ავყევით კოდუას მიერ გაკეთებულ განცხადებებს", - აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იგეგმებოდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია ლონდონში.

"მანამდე, 2006 წლის ბოლოს ლონდონში ჩავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ოპერატიული თანამშრომელი, რომელთაც დაადგინეს ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტები. ამის შესახებ მიიღო ინფორმაცია ბატონმა ბადრიმ და შევიდა განაცხადი "სკოტლანდ იარდში", რომ ესენი იყვნენ ოფიციალურად სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელთაც ჰქონდათ საქართველოს საელჩოს დიპლომატიური სტატუსი დროებით მინიჭებული და სინამდვილეში ემსახურებოდნენ ლიკვიდაციის გეგმას. როდესაც დადგინდა ეს მარშრუტები, ამის შემდეგ მოიძებნა ქილერი. ეს ინფორმაცია დღემდე უცხოა ქართული საგამოძიებო ორგანოებისთვის, თუმცა ცნობილია ინგლისის სამართალდამცველი ორგანოებისთვის", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მისივე ინფორმაციით, სოდ-ის ყოფილი უფროსი ერკლე კოდუა "ზღაპრებს ჰყვება" და ჩანაწერი სინამდვილეში თავად პატარკაციშვილმა გააკეთა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ