მამაკაცმა კახეთში სპეციალურ სათბურებში 5 ტონა კანაფი მოიყვანა

მამაკაცმა კახეთში სპეციალურ სათბურებში 5 ტონა კანაფი მოიყვანა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფი ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული ვუგარ ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალაში, სპეციალურად მოწყობილ სათბურებში ნარკოტიკული საშუალება კანაფი უკანონოდ მოჰყავდა და მის კულტივირებას ახდენდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 5 ტონა და 287 კგ კანაფი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის და კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ