ვანო მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მისი უფლებების დაცვის თხოვნით მიმართავს. მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, განცხადება უკვე დარეგისტრირებულია.
ადვოკატის ინფორმაციით, ევროული სასამართლო ამ ეტაპზე პროკურატურის მასალების მიღებას ელოდება, რის შემდეგაც სტრასბურგის სასამართლო მხარეების მასალებს შეისწავლის.
"უახლოეს თვეებში ჩვენ გვექნება გარკვეული სიახლეები სტრასბურგიდან, ვინაიდან მთავრობასთან კომუნიკაცია უკვე დაწყებულია, მთავრობას განესაზღვრა ვადა 28 ივლისამდე, რომ წარმოედგინა მოსაზრებები. საქმე ეხება პატიმრობის შეფარდებას "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნისთვის", – განაცხადა ოთარ კახიძემ.