გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია პარტნიორებმა იცოდნენ, პროცესი, რომელიც 2008 წელს საქართველოში დაიწყო, 2014-ში უკრაინაში გრძელდება

გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია პარტნიორებმა იცოდნენ, პროცესი, რომელიც 2008 წელს საქართველოში დაიწყო, 2014-ში უკრაინაში გრძელდება

მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ ეს მესიჯი, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, გრძელდება უკრაინაში 2014 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ბოლო წლის განმავლობაში, ჩვენი რეგიონისთვის და ალბათ, არამარტო ჩვენი რეგიონისათვის, არამედ გლობალურად, მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემები მნიშვნელოვანწილად შეირყა და გამოცდის წინაშე დადგა. ჩვენ ვიაზრებთ იმ პროცესს, რომელიც მოხდა უკრაინაში 2014 წელს, როგორც უშუალო გაგრძელებას 2008 წლის მოვლენებისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიცია და ეს მესიჯი იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ის პროცესი, რომელიც დაიწყო 2008 წელს, რეალურად გრძელდება 2014 წელს და საქართველო ერთმნიშვნელოვნად მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესების სტაბილიზაცია და მშვიდობის ჭრილში გადაყვანა. ამ თვალსაზრისით ხაზგასასმელია ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ და მე აქ მინდა ხაზი გავუსვა ამ პოზიციას, იმიტომ რომ რუსეთთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობები, არამედ ეს არის ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, ამაზე საუბარი მიმდინარეობს ყველა ქვეყანასთან. საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობამ კონსტრუქციულ კონტექსტში გადაინაცვლოს. ჩვენი მიზანია, რომ შეიცვალოს პარადიგმა პრივილეგირებული სფეროების და ურთიერთობა გადავიდეს თანამშრომლობის ჭრილში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ეს პოზიცია ჩვენ აქტიურად უნდა გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს.

მისივე თქმით, საქართველომ აჩვენა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომ რუსეთთან მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა, მაგრამ ამოსავალი ამ კეთილმეზობლური ურთიერთობებისა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა