ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ მაჟორიტარის ცოლის ძმა აირჩიეს

ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ მაჟორიტარის ცოლის ძმა აირჩიეს

თვითმმათველი ქალაქი თელავის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თხლაშიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას საკრებულოს 15 წევრიდან მხარი 11-მა დაუჭირა. თხლაშიძე "ქართული ოცნებიდან" თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ცოლის ძმაა.

არჩილ თხლაშიძე 1996 წელს მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების პროდუქტების ლიცენზიების დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამსახურში, 2008-2009 წლებში - თელავის ღვინის ქარხანაში. 2010-14 წლებში იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი პარტიიდან "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე.

საკრებულოს პირველ სხდომაზე აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილეც. ეს თანამდებობა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, გია გოგიაშვილმა დაიკავა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა