8 აგვისტოს დიცში "მსხვერპლშეწირვის რიტუალი" ჩატარდება - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის ხაზთან

8 აგვისტოს დიცში "მსხვერპლშეწირვის რიტუალი" ჩატარდება - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის ხაზთან

პარასკევს, 8 აგვისტოს გორის სოფელ დიცში რუსეთის მხრიდან საქართველო ტერიტორიების ნაწილის ოკოპაციასა და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი იგეგმება, - ინფორმაცია Facebook-ზე ვრცელდება, სადაც ინტერნეტ-მომხმარებლებს ჩართულობისკენ მოუწოდებენ. აქციის ინიციატორია გიორგი გაგოშიძე.

"მავთულხლართებთან მივიტანთ უნიტაზს, რომელიც წითელ (საბჭოთა) გოგოდ არის გადაკეთებული. იდეა სიმბოლურია და მიზნად ისახავს დრაკონისთვის გოგოს მსხვერპლად შეწირვის ინსცენირებას, რაც ხშირად გვხვდება მითოლოგიასა და ზღაპრებში. ამის შემდეგ, დრაკონი იღებს მოსახლეობის ძღვენს და თავს ანებებს სოფელს.

ასევე უნიტაზი რუსული ოკუპაციის სიმბოლოა, ყველას გვახსოვს, როგორ მიჰქონდათ ტანკებზე შემოწყობილი პისუარები ოკუპანტებს. ეს მეორადი მოხმარების უნიტაზები კარგად ასახავს, რომ რუსებმა ჩვენ შეიძლება წაგვართვან ყველაზე არა ინტელექტუალური და არა ღირებული სიმბოლიკა, რასაც შეგვიძლია შეველიოთ თუ დრაკონი შეგვეშვება.

ასევე პისუარი საგანია, რომლითაც მარსელ დუშამპმა მეოცე საუკუნის კონტრ-კულტურის საძირკველი შექმნა გამოფინა ის რა მომაში და დაარქვა "შადრევანი".

საბჭოთა კავშირის ჩაკეტილმა სისტემამ მთელი რიგი ხელოვნების მიმდინარეობებები დაბლოკა, რაც დუშამპის წამოწყებას მოყვა. რუსეთი დღესაც აგრძელებს საბჭოთა კავშირად დარჩენას, ამიტომ ეს უნიტაზი შეიძლება მოვისაზროთ, როგორც დასავლური კულტურის სიმბოლოც, რომელსაც დღეს საქართველომ ფეხი აუწყო, რუსეთი კი ცდილობს წინა საუკუნეში დარჩენას.

ერთგვარად ეს მსხვერპლშეწირვის რიტუალი განასახიერებს რუსეთის ჩამორჩენას დროში. მითოლოგიური ასპექტიდან მავთულხლართებთან დატოვებული უნიტაზი ჰგავს ტროას ცხენს, რომელმაც უნდა მოგვაგებინოს ეს ომი, თუმცა ბერძნული მითოსიდან განსხვავებით ეს მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

პ.ს მსურველებს გთხოვთ წამოიღოთ ერთი ხელი ძველმანები, რადგან პროცესია, რომელიც "გოგოს" მავთულხლართებთან მიიყვანს ზღაპრულ ხასიათს ატარებდეს", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

იხილეთ აქციის Facebook-გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია