ქართველი მოხალისე, რომელიც უკრაინაში ჩეჩენ მებრძოლებს "პარსავს"

 ქართველი მოხალისე, რომელიც უკრაინაში ჩეჩენ მებრძოლებს "პარსავს"

უკრაინაში, მოხალისეებისგან შემდგარ ბატალიონ "დონბასში" ქართველი მებრძოლი, ზედმეტსახელად "დობერმანი" იბრძვის. ერთი თვის წინ, მას უკრაინული ტელეკომპანია Громадське ТБ ესაუბრა, თუმცა ქართველი მოხალისე მაშინ სახეს მალავდა. ინტერვიუში "დობერმანმა" აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეა, ყოფილი პოლიციელი, უკრაინაში კი როგორც მეორე სამშობლოში იმყოფება, რადგან უკრაინელი მეუღლე ჰყავს.

კიდევ ერთ ვიდეოში ქართველი მებრძოლი უკრაინელებს მიმართავს, არ შეუშინდნენ ჩეჩნებს, რომლებიც უკრაინელი სეპარატისტების მხარდამხარ იბრძვიან. "ნუ გეშინიათ ამ ტურების, ისინი არაფერს წარმოადგენენ, უბრალოდ წვერები აქვთ. ჰოდა გავპარსავთ" - ამბობს "დობერმანი". ამის შემდეგ, კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ქართველმა მებრძოლმა წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ სახე გამოაჩინა და აღნიშნა, რომ დაპირებისამებრ, უკრაინელების მკვლელი ჩეჩნები "გაპარსა".

ვიდეოს, რომელიც "დონბასის" ფეისბუქის გვერდზე განთავსდა, უამრავი უკრაინელი აკომენტარებს. "დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!"; "ჩვენ, უკრაინელები, არასოდეს დავივიწყებთ, რაც თქვენ, ქართველმა ძმებმა გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის"; "გვაპატიეთ ქართველო ძმებო, რომ ჩვენ ვდუმდით, როცა "დიდი ძმა" თქვენს ჯარისკაცებს ხოცავდა. დიდება გმირებს!" - წერენ კომენტარებში ქართველის საქციელით აღფრთოვანებული უკრაინელები.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია