გიორგი მარგველაშვილი მუშობას ავლაბრის რეზიდენციაში გააგრძელებს

გიორგი მარგველაშვილი მუშობას ავლაბრის რეზიდენციაში გააგრძელებს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის უცნობია, რა ფუქნცია ექნება თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობას, რომელშიც ადრე პრეზიდენტის გადასვლა იგეგმებოდა.

"მე ხომ არ ვარ ქონების მართვის დეპარტამენტი. მე ვიცი, სადაც ვმუშაობ და ვიცი ის ფუნქცია, რა ფუნქცია აქვს ავლაბრის რეზიდენციას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნული თემის კომენტირებისას.

მისი თქმით, დანარჩენ ქონებაზე შეკითხვა შესაბამის უწყებებს უნდა დაესვას.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში სამუშაოდ გადასვლას არ აპირებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა