პრემიერი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას ორ წელიწადში ვარაუდობს

პრემიერი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას ორ წელიწადში ვარაუდობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას ორ წელიწადში ვარაუდობს, - ამის შესახებ მან დიასპორული სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან , სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

რაც შეეხება ერთ-ერთი სტუდენტის შეკითხვას, გამოიწვევს თუ არა ეს ქართველების ქვეყნიდან გადინებას, პრემიერს ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა წავიდეს ნიჭიერი ახალგაზრდა უცხოეთში, თუკი მას საკუთარ ქვეყანაში გააჩნია თავის რეალიზების პერსპექტივები.

"ვვარაუდობთ, რომ ორ წელიწადში მივიღებთ უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან. გამოიწვევს თუ არა ეს ხალხის გადინებას? – ადამიანი მიდის უცხოეთში იმიტომ, რომ პერსპექტივას ვერ ხედავს საკუთარ სახლში, საკუთარ ქვეყანაში. მე ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა წავიდეს ნიჭიერი ახალგაზრდა უცხოეთში, იქ დარჩენის მიზნით, როცა ქვეყანაში აქვს რეალური პერსპექტივები. თუ ჩვენ ადამიანებს აქ შევუქმნით იმის პირობებს, რომ სახლში მოახდინონ უცხოეთში მიღებული ცოდნის გამოყენება და საკუთარი თავის რეალიზება, ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით. რა თქმა უნდა, ნაწილი მაინც წავა და გეტყვით, რომ ვისაც წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ის მაინც წავა, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება უვიზო რეჟიმი თუ არა", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა