რა თანხა უჯდებათ ცნობილ ქართველებს საკუთარი ავტომანქანების შენახვა (+ფოტო)

რა თანხა უჯდებათ ცნობილ ქართველებს საკუთარი ავტომანქანების შენახვა (+ფოტო)

იმისთვის, რომ ავტომანქანა შუა გზაში არ გაგიჩერდეს, მას მანამდე ყურადღება და მოვლა სჭირდება. ეს ყველაფერი კი მძღოლებს არც ისე იაფი უჯდებათ, რადგანაც პროფილაქტიკაში ყოველი ვიზიტი სერიოზული ხარჯია. ავტომობილს, გარდა შეკეთებისა, ცხადია, საწვავი სჭირდება, რაც ასევე ძვირი სიამოვნებაა.

მოკლედ, მანქანა რაც უფრო ძვირად ღირებულია, მისი შენახვა მით მეტი ჯდება... ჩვენი საუბრის თემა ამჯერად სწორედ ის არის, თუ რა უჯდებათ ადამიანებს საკუთარი ავტომობილის შენახვა და ზოგადად, როგორ უვლიან მათ. ამისათვის რამდენიმე ცნობილი რესპონდენტი - ანრი ჯოხაძე, ნინა წკრიალაშვილი, მარკუს მეტრეველი, თამუნა მუსერიძე - შევარჩიეთ.

ანრი ჯოხაძე:

- ანრი, კონკურსში - "ერთი ერთში" მანქანა რომ მოიგე, იმით მოძრაობ?

- არა, მანამდე მქონდა "მერსედესი" და იმით დავდივარ...

- ყოველდღიურად გიწევს საწვავის ჩასხმა?

- საწვავს ყოველ მესამე დღეს ვასხამ. ძალიან ბევრს "ჭამს"...

- ზოგადად, რა თანხა გჭირდება მანქანისთვის?

- ჩემი მანქანის შენახვა თვეში - 500-დან 1000 ლარამდე ჯდება. ამაში შედის საწვავი, პროფილაქტიკური სამუშაოები, შეკეთება და ა.შ.

- რამდენ ხანში ერთხელ აკითხავ პროფილაქტიკას?

- გააჩნია სიტუაციას და ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორც მძღოლი, როგორ მოვიქცევი...

- დაუდევარი ხარ მანქანის მიმართ?

- ორმოებში ხშირად ვაგდებ...

- საბურავებს რა ინტენსივობით უნდა დაბერვა?

- დაბერვა კი არა, გამოცვლა უნდა მთლიანად. ჩემი ძირითადი პრობლემა მანქანაზე საბურავებია.

- ზეთს რა პერიოდულობით ცვლი?

- სანამ წითელს არ აანთებს, ვერ ვხვდები, რომ უნდა გამოვცვალო. ხომ ვამბობ, ცოტა სასაცილო მძღოლი ვარ, აბსოლუტური დილეტანტი, სანამ წყალი არ ადუღდება, იმასაც ვერ ვხვდები, რომ უნდა ჩავასხა. აბა, მე რად მინდა მანქანა?

- ხშირად რეცხავ მას?

- გააჩნია ამინდს. ცუდ ამინდში, თავს დიდად არ ვიკლავ...

- თვითონ რეცხავ თუ სამრეცხაოში მიდიხარ?

- მე რომ გავრეცხო, მაგისთვის ნერვები არ მყოფნის. სხვათა შორის, დედაჩემს უყვარს ჩემი მანქანის რეცხვა, რატომ არ ვიცი.

- მანქანის ხარჯებში "სითი პარკის" ჯარიმებიც შედის?

- პრინციპში, 10-ლარიანი ჯარიმებია და ეს ჩემს ბიუჯეტს დიდად არ აზარალებს...

- ტაქსით რომ იმოძრავო, უფრო მეტი დაგიჯდებოდა?

- კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხარჯი მექნებოდა.

ნინა წკრიალაშვილი:

- მაქვს "მერსედესი R კლასი". ვინც მანქანას უვლის და შესაბამისად, კარგი მარკაც აქვს, მისი მოვლა საკმაოდ ძვირი ჯდება... ჩემი მანქანა ბევრ ბენზინს წვავს და ამიტომ ხშირად მიწევს საწვავის ჩასხმა...

- პროფილაქტიკას რამდენ ხანში ერთხელ აკითხავ?

- პროფილაქტიკაში მისვლას ვერ ვიტან და ამიტომ სულ რაღაც სჭირს ჩემს მანქანას და შესაბამისად, ძალიან ძირიც არ მიჯდება მისი შენახვა... ერთი ის დავიმახსოვრე, რომ ზეთი ხშირად უნდა შევცვალო, ძრავა რომ არ გავაფუჭო. ესეც მწარე გამოცდილების შემდეგ ვისწავლე. წინა 2 მანქანაზე ძრავა გავაფუჭე. მოკლედ, მანქანა იშვიათად დამყავს პროფილაქტიკაში. სანამ ბოლომდე არ გაჩერდება საწყალი, მანდე არ მივდივარ.

- ხშირად რეცხავ?

- აუ, რეცხვაც რა კატასტროფაა... ვერც ამას ვიტან. ლოდინი ათას კაცთან ერთად, სანამ გაგირეცხავენ, ცუდია... სწორედ ამიტომ იშვიათად მივდივარ სამრეცხაოშიც...

- "სითი პარკის" ბევრი ჯარიმის გადახდა გიწევს?

- ეს არ გამახსენო. ის რა კვირაა, რომ "სითი პარკმა" ცემი მანქანა არ წაიყვანოს? გამოსაყვანად რომ მივდივარ, იქ ისე ვჩხუბობ, ყველას გიჟი ვგონივარ... ისე, მძღოლი მართლა კარგი ვარ, - ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ჩემი მეგობრები. კაცივით დაგყავსო.

- უხეშად, რომ ვთქვათ, თვეში მანქანაზე რა ხარჯი გაქვს?

- ალბათ, 800-1000 ლარი ბენზინი მიჯდება. თუ რამე გაუფუჭდა, უფრო მეტი და თუ ზაფხულია (ზღვის სეზონი) კიდევ მეტი (სიცილით ამბობს).

- ტაქსით, რომ იარო?

- ტაქით ვერ ვივლი. დილას რომ გავდივარ, ხშირად ვეღარ ვასწრებ სახლში შემოსვლას და ბევრი რაღაც დამაქვს მანქანით: ფეხსამელი, ტანსაცმელი, შოკოლადი ანუ სახლივითაა ჩემი "მერსედესი"...

- საბურავი თვითონ თუ გამოგიცვლია?

- საბურავიც გამომიცვლია, არ არი პრობლემა...

მარკუს მეტერეველი:

- უკვე 2 წელია, რაც სკამოდ კომფორტული მანქანა მაქვს BMW X5 .

- დღეში რამდენი საწვავი გჭირდება?

-  ვასხამ ეკო-რეგულარს და ყოველდღიურად თითქმის 30 ლარის საწვავი მყოფნის. თუ ქალაქში დავდივარ, სტანდარტულად და გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ამ შემთხვევაში საწვავის მოხმარება იზრდება და შესაბამისად, თანხაც და ეს დღეში 50 ლარამდე ადის.

- პროფილაქტიკას ხშირად აკითხავ?

- ოოო, ეს ყველაზე მძიმე თემა ჩემთვის და აი, ამ მომენტს ვერ ვიტან, როცა იქ აუცილებლობის გამო უნდა მივიდე. ხშირ შემთხვევაში, მეგობრები მეხმარებიან, მათ მიჰყავთ ჩემ მაგივრად, მაგრამ როცა მათ არ სცალიათ, მე მიწევს იქ იძულებით დგომა. რაც შეეხება სიხშირეს, როგორც ადამიანს სჭირდება მოვლა და გაფრთხილება, ჯანმრთელობის ტესტის გავლა, ასევე სჭირდება ავტომობილსაც მოვლა-პატრონობა.

- შენი მანქანით ხელოსანთან თვეში ერთხელ მიდიხარ?

- ხან ორჯერაც. გააჩნია.

- ძირითადად რა უფუჭდება და რის შესაკეთებლად აკითხავ?

- ხანდახან ყველაფერი ერთად იჩენს თავს. ყველა პრობლემა ერთ დღეში აღმოცენდება: ხუნდები, ბენზინის ფილტრი, საბურავები...

- თავად არ დაგიბერავს საბურავი?

- ააუუ, სხვათა შორის, გუშინ (2 აგვისტოს ჩაიწერა ინტერვიუ. - ავტ.) მეგობრის ქორწილში ვიყავი დაპატიჟებული და ნატახტარში საბურავი გასკდა. წარმოგიდგენია, რა დამემართებოდა? "პერო გარჭობილი" ვიდექი შუა ტრასაზე და ველოდებოდი ვინმე დამხმარეს, რომ გაეჩერებინა და ჩემთვის დახმარება აღმოეჩინა, მაგარ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. როგორც იქნა, გააჩერა ერთმა დალოცვილმა და გამომიცვალა საბურავი. იცი, რაშია საქმე? არასდროს გამომიცვლია, თუმცა რომ დამჭირდეს, ამის შემდეგ უკვე გავაკეთებ. გუშინ ვნახე ეს როგორ კეთდება.

- პროფილაქტიკაში თითო ვიზიტი რა გიჯდება?

- გააჩნია რა აქვს დაზიანებული: მინიმუმიდან - 100 ლარიდან შეიძლება უეცრად 500 ლარზე ავიდეთ და ზევით, მაგრამ ეს ტანჯვა ტაქსით სიარულს მაინც სჯობია.

- პროფილაქტიკის ფასები მაღალია და შეესაბამება თუ არა ის იმ სერვისს, რაც აქვთ?

- ძალიან მაღალი ფასებია. მით უმეტეს, როცა მანქანა არ იცი, ფასებს უფრო გიწევენ. მაგრამ გაიხსნა საკმაოდ მაღალი დონის კომფორტული ავტოცენტრები...

- "სითი პარკის" ჯარიმებს ხშირად იხდი?

- აუუ... ვერ ვიტან მაგ კომპანიას. მგონი, ჩემი გადახდილი ჯარიმებით შეავსეს ბიუჯეტი. ესეც ხომ მანქანის ხარჯია?

- რამდენი წლის მძღოლი ხარ?

- 15 წლის, მაგრამ პრაკტიკულად 5 წელია, ვმართავ.

- ისე, საბურავის გამოცვლა კი უნდა იცოდე...

- კი, უკვე ვიცი (სიცლით ამბობს). მანამდე დიდ მოტოციკლს ვმართავდი. მოტო ჩემთვის უფრო თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. მგონი, მალე ავტომობილიდან ველოსიპედზე გადავჯდები.

- ჰო, მისი შენახვა ნაკლები დაგიჯდება.

- თან, კარგია, გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის.

თამუნა მუსერიძე:

- თითქმის ერთი წელია "Mitsubishi Pajero iO" მაქვს. კვირაში ერთხელ ვასხამ 50 ლარის საწვავს და მყოფნის. ცოტას (9 ლიტრი) წვავს... რაც შეეხება მის შეკეთებას, პროფილაქტიკაში მხოლოდ ერთხელ მყავდა. წინა მანქანით კი კვირაში ერთხელ ელიავაზე ვიყავი დაყუდებული...

- თითოეული ვიზიტი რა გიჯდებოდა?

- დაახლოებით, 100 ლარამდე, ეს იმის გამო, რომ თბილისში გზები ცოტა შელახულია. წინა მანქანა დაბალ "პასადკიანი" იყო და კვირაში ერთხელ კარტერს ვტეხავდი. კარტერის მოხსნა, დასვარკება და ზეთის ჩასხმა დაახლოებით 100 ლარი ჯდებოდა. მერე "სვარშიკს" გავუშინაურდი და იაფად მიკეთებდა...

- ახლა ხელოსანს რაზე აკითხავ?

- ახლა დიდი ხანია, არ მივსულვარ, ერთადერთი, ზეთის დასამატებლად თუ მივალ, რადგან ეს მანქანა ფაქტობრივად, ზეთს "ჭამს"...

- პროფილქატიკის სერვისზე რას იტყვი?

- რაც შეეხება სერვისს, ხშირ შემთხვევაში, ხელოსნებს ჰგონიათ, რომ რადგან ქალი ხარ, რაღაცებში ვერ ერკვევი და ავტონაწილებსა და ფასებში გაგოიმებენ, მაგრამ მანქანებში ბევრ ქართველ ბიჭზე უკეთ ვერკვევი. შესაბამისად, ჩემთან ეს ნომერი არ გამოსდით...

- ხშირად რეცხავ მანქანას?

- სამწუხაროდ, ვერა...

ლალი ფაცია

სპეციალურად ”ამბები.გე”-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია