მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა

მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდათ.

დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რომლებიც როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფებიან, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მათთან ერთად ბრალდებულები არიან პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილსა და უგულავას პატიმრობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვთ შეფარდებული. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ